წელს ტრადიციულ დოღს კურორტ ბახმაროში 1000-მდე დამსვენებელი ესწრებოდა
ავტორი: გიორგი სირაძე
წელს ტრადიციულ დოღს კურორტ ბახმაროში 1000-მდე დამსვენებელი ესწრებოდა

საუფლო დღესასწაულFფერისცვალებისადმი მიძღვნილ წინასწარ დაანონსებული ღონისძიებებს კურორტ ბახმაროში შარშანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ადამიანი დასწრო. გაიმართა კულტურულ შემეცნებითი და სპორტული სანახაობები, რის შემდეგაც ტრადიციული დოღი მოეწყო, რომელშიც გამარჯვება ოზურგეთელ ოთარ ჭელიძეს დარჩა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ესწრებოდა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი, საქართველოს პარლამენტის სხვა წევრები, დოღში გამარჯვებულებს გადაეცა სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები.

'.$TEXT['print'].'