და დადგა ჟამი იგი კრეფისა მოსავალისა..
ავტორი: ჟამთააღმწერელი
და დადგა ჟამი იგი კრეფისა მოსავალისა..

და დადგა ჟამი იგი კრეფისა მოსავალისა..
.. და აწყდებოდის ტალღები ზღვისა შავისა უმოწყალოიდ, ნაპირსა გურიისასა, რომელ გადაჭიმულ არს ვითარმედ სამთავროისა ხინოისა ოდიშისა სამფლობელამდინ და არვინ იყო შემყურე ცეკვაისა ზღვისასა რამეთუ თავი მხარისა ჟამისა ამისასა ოქტომბრისა შემდეგა აღარა ჰყავდა სამთავროსა. რახამცა პატრონნი ამ ჯურისა ხალხისა გურიელნი გადაშენებულან და პირი იგი პირველი მოდიოდნენ მთავარ ქალაქისა უცნაური სახლიდანა და არა დაადგიენ საშუელი, რამეთუ პრეტენდენტი ტახტისა იყვნენ მრავლ. ხოლო ადგილი იგი ერთი.
მთავარპრედენტენდსა, ერთსა, გემოთ-მოყუარესა, რომელსაცა მადლიერმა მან, მშობელმან ხალხმა უწოდა ნაჭადრალი, ვითარცა ტვინი მისი, თუ რაიმე ჰქონიენ, წაეღო ჭადარსა, დაცემულსა თავზედა, ამოვარდნილსა უეცარი ქარისაგან, დასრიალებული სიტყვის გამო ზურგშექცეულა მასზედ მეფეთ მეფეი და გაჭიმულა პროცესიც ესე სივრცესა და ჟამში.
და მსწრაფლ გამოჩენილან პრეტენდენტებად ხალხი ზღვა და ურიცხვი და დაწინაურებულა მასში მთავარჩაფარი მხარისა, კაცი უენო და უცნაური ფრიად, უჩინარ და არავინ იყო მანამდე მცნობი მისი. თუმც გამართულა მხარ ბეჭში და აუწევია თავი კისერსა ზედა მსწრაფლ, ამბისა გავარდნისა თანა.. რომელსაცა მადლიერმა მშობელმა ხალხმა თუ რაი  უწოდიეს იყოი ჟამთააღმწერელისა უცხოი ფრიად. რამეთუ დაბადებულა ის ცხრა მთას იქეთა, სადაცა ჟამთააღმწერელნი არ მოღუაწობდიეს. რამეთუ არცა ძუელთა წიგნთა შინა სადამე იპოების ამბავი მათი.
ამას მოსდევდა უკნიდანა აზნაური სურებისა და ქვენობნისა, კაცი ნაჩაფრალი და ყოვლისმნახველი, ნაბრძოლი უზნიკებთან და ოსტატი ხელბორკილისა, მაგრამ შანსები მისი დაცემულა, რადგანაც მის გუარში მოხსენიებული ყოფილა სახელი ჰისტორიულად მტრისა გურულთა.
და აჰა, იხილა რა ჟამი ორჭოფობისა ქვეყანასა შინა, ამ დროს შეიკრიბა დარბაზი დიდი, გურიასა ზედა და მსწრაფლ აფრინა უსტარი იგი მზეზე მაღალთან, რადგან, ვითარცა ესმა ყოველთა წარჩინებულთა სამთავროსათასათა, განიხარეს და დაუმტკიცეს. და რქუეს, ვითარმედ: „დიდი ნუგეშინისემა მოგუემატა ღმრთისა მიერ რამეთუ გპოვეთ ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. მინდობითა ღმრთისათა და ძალითა თქუენითა დავიმორჩილნეთ ურჩნი მეფობისა თქუენისანი, და შევანანოთ ყოველთა ურჩება თქუენი…”
და ჰსტყორცნეს კანდიდატი მათი მსწრაფლ ქალაქსა ხოხბისა, ოდესღაც ნაარაბაბსა, ადგილსა ნამონგოლარსა, ნამყოფთა სპარსთა და სკვითთა, ამჟამად გაბატონებულ ზვიგენთ დამმორჩილებელსა.… ჰაი ჰაი როს კანდიდატი იგი მხარისა თავისა უცნობიეს ჯერ კუიდევ რადგან წერილ ყოფილ არს დაშიფრულ და მალემსრბოლ მკვირცხლ და ერთგულ პატრონისა მისსა.
და ესმა რა ხმაი ზურგსუკან. ნაჭადრალს, რომელსა არა უწყოი განდგომაი მისი პრეტენდენტობისა მზეზე მაღალისა და არა უნდოიეს დაჯერებაი მისი, იხმო ყივილითა დიდითა ყმაი მისი სახელითა და გულითა დიდითა, პატივსაცემაიდ, ოდეს კიდე წამხდურსა სელჩუკთაგან-კონსტანტინოპოლისა, ხოლო ხალხისაგან შერქმუეულ მაუზერთმტარებელ და მრტყმელ თავსა ზედა, და დასცეს ბანაკი ქალაქთა ხოხობისა და ჟდიეს დღემდე წყალობასა და ბოძებასა ხალათისასა.
მხარესა შინა, ხალხსა, დარჩენილსა უთავოდა, იმძლავრიეს ჭორი და მართალნი არეულ ურთერთს და ვერაგანუგიეს ვერც მომსვლელთა და ვერც წამსვლელთა, შეშინებულ ფრიად სიტყვისა უცხოითა კოჰაბიტაციისა შინა დაზაფრულნ და აქეთ იქეთ მხტომთ მყოფნ, ეფლენ მჩხიბავობასა შინა და ფრიად პოპულარულ ყოფილან შამანნი და მარჩიელნი ამა ქვეყნისანი.
და ასრე ელოდიან მღოღავნი ქალაქსა ვორზურგსა შინა, დავარდნილ უპატრონოიდ, ახალ მარჩენალსა მასსა, რომელიც არაი ჩანს არსით და არსცა არსთა გამმრიგეის წყალობაის უჩანდის პირი.

'.$TEXT['print'].'