ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას `მომავლის სხივის~ ბენეფიციარები სტუმრობდნენ
ავტორი: ფიქრია ჩიტაიშვილი

ამ დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის `მომავლის სხივის~ (დირექტორი _ხათუნა ცერცვაძე, მენეჯერი _ ია ურუშაძე, დედობილი _ რუსუდან ბერაძე, მამობილი _ დავით ჩხაიძე ) ბენეფიციარები: ანა და თორნიკე ყაზაიშვილები, გიორგი და გელა ვაშალომიძეები, ნინო მართალიშვილი, სულხან შაინიძე, პაატა გიორგაძე და პაატა სურმანიძე ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდები, გაეცნენ ახალმიღებულ ლიტერატურას და გამოთქვეს სურვილი გახდნენ ჩვენი მკითხველები. ამის შემდეგ ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებმა მათთვის საახალწლო კონცერტი გამართეს. სტუმრებმა და მასპინძლებმა წაიკითხეს ლექსები, ერთად იმღერეს და იმხიარულეს, ბოლოს საყვარელი ფილმიც ნახეს და საახალწლო საჩუქრებიც მიიღეს.

'.$TEXT['print'].'