შოუ-პროგრამა ზღაპრის გმირების მონაწილეობით
ავტორი: გურიის მოამბე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა 1-დან 6 იანვრის ჩათვლით ნორჩ მაყურებლებს უმასპინძლა. პატარებისთვის მომზადებული იყო საახალწლო გასართობი შოუ-პროგრამა ზღაპრის გმირების მონაწილეობით. ბავშვები მხიარული შეძახილებით ეხმიანებოდნენ სცენაზე კარლსონის, ბურატინოს, ჩიპოლინოს, ფიფქიას, პეპის, თოვლის დედოფლისა და სხვა პერსონაჟების გამოჩენას. სპექტაკლის შემდეგ თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრებიც დაურიგა.
თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ოზურგეთელ პატარებს დაპირდა, რომ წლის განმავლობაში კიდევ არაერთი საინტერესო სპექტაკლით გაახარებს მათ. ტრადიციულად ყოველ კვირა დღეს, 13 საათზე უფასო წარმოდგენებს გამართავს მათთვის.

'.$TEXT['print'].'