ჩემი ფეისბუკის საყვარლები
ავტორი: თემურ კილაძე
ჩემი ფეისბუკის საყვარლები

‘გურიის მოამბე იწყებს, თემურ კილაძის რომანის ‘ჩემი ფეისბუკის საყვარლები“ ამონარიდებს პირველი ნაწილიდან. წიგნი გაყიდვაში გამოვა ოქტომბრის თვიდან

კიდევ ერთი დილა გამითენდა, კიდევ ერთი დღე მემატება, ცხოვრებიდან ამოგლეჯილი, უფერული  ისეთივე როგორიც იყო ამის წინა დღე, ისეთივე როგორიც იყო ყველა დანარჩენი დღეები  ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე,  ცარიელი, ცარიელზე ცარიელი.  დღეს კიდე მზიანია, სულაც არ მიყვარს მზიანი დღეები, არ მიყვარს ერთფეროვნება, ღრუბლიანი დღე მირჩევნია.  მიყვარს წვიმა, ღრუბლიანი ცა,  ხან მზეც გამოანათებს და ხან თქეშიც მოვა, ამიტომაც მიყვარს გაზაფხული.  არ მიყვარს ზაფხული, ზაფხულს ზამთარიც კი მირჩევნია.  ახლა გაზაფხულია მაგრამ დღემაც არ გამიმართლა, უზარმაზარი, ვარვარა მზე ამობრწყინდა კაბადონზე.                                                                                            
  ნელა მიმყავს მანქანა, საით  და სად მივექანები თავადაც არ ვიცი, ყველაფერი დამენგრა თავზე,  ბიზნესი, პირადი ცხოვრება, თუმცა რა პირადი ცხოვრება, მაგი მაინც არ მქონია.  ვიღაცა ქალებს თუ  წაელაზღანდარები  და განა  ესაა პირადი  ცხოვრებაა? უბრალოდ ცარიელ, ცხოვრებიდან ამოგლეჯილ, უაზრო დღის შევსებას ცდილობ. რა პირადი ცხოვრება, თუ ერთი ქალიც  კი არ გახსენდება და არ გინდა უთხრა -  მომენატრე სიხარულოო!
ისე მომბეზრდა ცხოვრება, რომ გუშინ ძილის წამალიც კი დავლიე, ერთი აბი, მოვსინჯე რას მიზამსო. დედაჩემი სიბერეში ძილის წამლებს სვამდა მე იდიოტმა, მისი წასვლის შემდეგ, არ გადავყარე.  მაშინაც არეული მქონდა ცხოვრება და ვიფიქრე გამომადგებაო.  იქნებ მართლაც მოვიკლა თავი, არც საშიში ყოფილა, იმ ერთმა აბმა მშვენივრად მაძინა.
ქუჩას მივშტერებივარ, უამრავი ხალხი მიდი- მოდის მაგრამ  ერთის სახესაც კი ვერ ვხედავ.  კი ვხედავ, როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ, არ რჩება მეხსიერებაში, არ მაწუხებს, არ იქცევს ყურადღებას, ცარიელია სამყარო, ცარიელი!

ლელა

ტელეფონზე   შMშ მომივიდა,  დავხედე 32 23 23, ფეიბუკიდან  არის  ვიღაცა
-  მგონი ჩვენ ფრენდები ვიყავით, რა მოხდა?
ქალია, ალბათ ახალგაზრდაა, ალბათ ლამაზიცაა და სასიამოვნო,    გავიფიქრე  ჩემთვის.
-  ვინ ჩვენ? მე გზაში ვარ და არ ვიცი ვინ ხართ, აქ მხოლოდ ნომერია 32 23 23,  ალბათ ფეისბუკიდანაა და ასე ვერ მივხვდები ვინ ხართ, ლამაზი ქალი კი უნდა იყო, ალბათ    ხმაც  სასიამოვნო  გაქვს
დავიწყე  ღადავი, კარგია, ცუდ ხასიათზე ვარ, გამართობს.
-  იქნებ გაგახსენდეთ, ადრე ჩემს ფოტოზე  დამიკომენტარეთ  ,  ლელა  ვარ, ბერიძე
გამახსენდა ფოტო, ახალგაზრდა, აჭარელი გოგო იჯდა ლოგინზე, ჭრელაჭრულა  კაბაში , ასეთივე  ჭრელაჭრულა  წინდებს   ქსოვდა   , მგონი   მივწერე  ,დამხმარე ხომ არ გჭირდება ქსოვაშიო
-  არა, არ მახსოვხარ, ნამდვილად არ წამიშლიხარ, ვნახავ როცა დავბრუნდები სახლში
-  როგორ არ გახსოვარ, ისიც კი შემომთავაზე მოვალ და წინდების ქსოვაში მოგეხმარებიო.
-  მართლა?  და მოგატყვილე არ მოგეხმარე?  გამოვასწორებ მდგომარეობას, აუცილებლად მოვალ და მოგეხმარები
-  მოდიო მე არ მითხოვნია, შენ თქვი მოგეხმარებიო და მოხმარება კი არა ფრენდებიდანაც წაგიშლივარ
-  რას ქვია წამიშლიხარ?  უი, გამახსენდი, ლოგინზე იჯექი და გაღიმებული უყურებდი სივრცეს,  გაუმართლა იმას ვისაც უღიმოდი, ჩემთვის რომ გაგეღიმა, ყველაფერს მივატოვებდი და შენსკენ გამოვიქცეოდი.  დამიმატე, დამიმატე მეგობრებში, ახლა მოვბრუნდები და დაგიმოწმებ თანხმობას. მაშინაც ძალიან მომეწონე, მაგრამ არ მოხვიდეო და მეც სხვასთან გავიქეცი.  იმედია ჩემი ხუმრობები არ მოგეჩვენება სისულელედ.
-  გამოდის მარტო აჭარული წინდებით დაგამახსოვრდი?
- არა, პირველ რიგში როგორც ახალგაზრდა ლამაზი, მიმზიდველი ქალი ,ბროწეულისფერი ტუჩებით .

გაგრძელება იქნება

'.$TEXT['print'].'