ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი რუსეთში გასტროლებზე მიემგზავრება
ავტორი: თეა იოსელიანი
ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი რუსეთში გასტროლებზე მიემგზავრება

ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი რუსეთში გასტროლებზე მიემგზავრება

ოზურგეთის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი “გურია” რომელსაც მოსახლეობა მისი დამაარსებლის, აწ განსვენებული, ჯუმბერ დუნდუას, სახელით იცნობს, რუსეთში გასტროლებზე ამ დღეებში მიემგზავრება

როგორც “გურიის მოამბეს” ანსამბლის ახლანდელმა ხელმძღვანელმა, ჯუმბერ დუნდუას შვილმა,  კობა დუნდუამ განუცხადა, გასტროლები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში 45 დღეს გასტანს.

მისივე განცხადებით, რუსეთის იმ ქალაქთა ჩამონათვალი, სადაც “გურია” კონცერტებს გამართავს, ჯერჯერობით უცნობია.

დუნდუას თქმით, ეს არის კომერციული პროექტი და მას საერთო პოლიტიკასთან არა აქვს.

მისივე ინფორმაციით, ანსამბლის რუსულ ტურნეს “ასკანელი ძმები” აფინანსებენ და ამისათვის, ერთერთი ძმის საკუთრებაში მყოფმა, “ღვინის საექსპორტო კომპანიამ” 300 000 ევრო გაიღო.

(ასკანელი ძმები ჩხაიძეები წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანიდან არიან, ერთერთი ძმა კი ახლო ურთიერთობაში იმყოფება, ქვეყნის მოქმედ პრემიერ მინისტრთან-ირაკლი ღარიბაშვილთან)

დუნდუა ამტკიცებს, რომ მას და მის გუნდს ასევე უდიდესი მხარდაჭერა აქვს ოზურგეთის მერიისაგან.

ქალაქი ოზურგეთს მერი, ბეგი სიორიძე: ‘პირველად მესმის თქვენგან გასტროლის შესახებ, მაგრამ თუ ბატონი კობა მოვა და ჩვენი მხრიდან რაიმე ტიპის დახმარება დასჭირდება, მზად ვარ რაც შეგვეძლება გავუკეთოთ, მივესალმებით ამას.”-ამბობს სიორიძე..

მერისგან განსხვავებით, ინფორმაციას ფლობს, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ ფინანსურად მერიისგან მხარდაჭერა არ სჭირდებათ, რადგან სპონსორი თავადვე მოიძიეს, რაც შეეხება მორალურს, ამის პრობლემა არ ექნებათ.

გთავაზობთ ინტერვიუს ანსამბლ “გურიას” ხელმძღვანელთან, კობა დუნდუასთან.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ შემოქმედებითი საქმიანობით ვართ დაკავებულნი, ხელოვნებას ვემსახურებით,  პროგრამაში  ცვლილებებია, რამდენიმე ახალი ნომერი გვაქვს გაკეთებული.  ამ ზაფხულს ერთი თვით რუმინეთსა და უნგრეთში ვიყავით წასულები, მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაცია „სიოფმა“ მიგვიწვია, ეს იყო საერთაშორისო ფესტივალი, წარმატებით გამოვედით. ახლა  იანვრის თვეში თვენახევრით გავემგზავრებით საგასტროლოდ, მოლაპარაკებს ვაწარმოებთ რამდენიმე სახელმწიფოსთან რამდენად შესაძლებელი იქნება ეს, ამას დრო გვიჩვენებს. ჩამოყალიბებული ვართ, უბრალოდ არ მინდა წინასწარ გამომივიდეს კომენტარის გაკეთება.

კონკრეტულად სად გეგმავთ გამგზავრებას?

რუსეთის ფედერაციაში. შოუბიზნესმენებნს აქვთ ტურის მოწყობის სურვილი. იქნება 2 საათიანი პროგრამები, სადაც მხოლოდ ჩვენი ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას, სოლო კონცერტებს გავმართავთ. ეს იქნება ჩვენი ანსამბლის ტურნე. ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ რუსეთში მყოფი ქართველები, მონატრებულები თავიანთ ქვეყანას, ჩვენს ცეკვას ნახავენ.

მოგეხსენებათ,  „ერისიონისა“ და ქართული ესტრადის მომღერლებიც კი იმის გამო, რომ ისინი მოსკოვში წავიდნენ გასტროლებზე,  გარკვეული კრიტიკის ქქვეშ მოექცნენ, საზოგადოების დამოკიდებულებაც, ასეთი გასტროლების მიმართ არაერთგვაროვანია. თქვენ ხართ თუ არა მზად მსგავსი შედეგისთვის?

არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს რუსეთში წასვლას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, გამომდინარე იქედან, რომ ამას არ ექნება პოლიტიკური დატვირთვა, ეს არის სუფთა კომერციული დატვირთვის მქონე. ჩვენ, შოუბიზნესის წარმომადგენლების მიწვევით მივდივართ, კიდევ ერთხელ  ხაზს ვუსვამ, ეს არის სუფთა კომერციული დატვირთვა. ჩვენ ვართ ხელოვანი ხალხი, რაც გამიჯნულია პოლიტიკიდან, ჩვენ სახალხო დიპლომატიას ვეწევით და ეს დიდ პოლიტიკამდე არსებობდა და შესაბამისად ქვეყნების დამეგობრებას ხელს უწყობს კულტურა, სპორტი და ეს თუ არ იქნება, მოდით ასეთ კითხვაზე დავსვამ, ათასობით ანსამბლი მიდის თურქეთის ტერიტორიაზე ფესტივალებზე, მაშინ არც იქ უნდა წავიდეთ?

შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე,  გასაგებია, რომ პოლიტიკა სხვაა და კულტურა სხვა, მაგრამ რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამ ეტაპზე სწორედ რუსეთში წასვლა. გავიხსენებ „ერისიონის“ მაგალითს, ისიც ხომ კულტირის გასატანად მიდიოდა, მაგრამ მიიღო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან გაკიცხვები...

მე გეტყვით ერთ რაღაცას, ყველას თავისი აზრი გააჩნია, მაგრამ სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლს თამაშობს ჟურნალისტიკა, რომელმაც სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. მე ვამართლებ „ერისიონს“, მე როგორც ხელოვან ადამიანს მათი გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია. არსებობს ასეთი მომენტი, კომერცია, შარშან ჩატარდა ოზურგეთში ფესტივალი, რომელიც ჩაატარა საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა და იყო ჩამოსული რუსეთის ანსამბლი, ჩვენ ყოველწლიურად მასტერკლასებს ვმართავთ სამარის ბავშვთა ანსამბლთან, ყოველ წელიწადს ჩამოდიან ისინი, მოდით, მაშინ ჩვენც ნუ მოვუშვებთ იმათ და მივიღებთ და აღარც ჩვენ  წავალთ იქეთ. 

თანადამფინანსებელი ხომ არ არის სახელმწიფოც?

არა, მე სწორედ ამიტომ გავუსვი ხაზი, ეს არის კომერციული, არსებობს კონკრეტული ღვინის კომპანია, რომელსაც  რუსეთში გააქვს თავისი პროდუქცია და იმ კომპანიას სურს, რომ ჩვენს ანსამბლს გვერდში დაუდგეს, კომპანიის სახელს ამჯერად ვერ დავასახელებ, როდესაც გასტროლიდან დავბრუნდებით, ამის შემდეგ შეიტყობთ, შეიძლება წასვლამდეც შეიტყოთ. 

ამდენი წლის ინტერვალის შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ  გასტროლზე წასვლა რუსეთში?

არა, შარშანაც ვიყავით სექტემბერში კონკურსზე. არ შეიძლება კულტურის და ასევე სპორტის ერთ სფეროში ჩაკეტვა.

რამდენად რთულია თქვენთვის, როგორც ხელოვანი ადამიანისთვის იმის მოსმენა, თუ რატომ მიდიხარ რუსეთში და რატომ ატარებ კონცერტებს?

იცით რაშია საქმე, ინგა გრიგოლიას გადაცემაში კარგი კითხვა დასვა ქეთი დოლიძემ იმ აგრესორების მისამართით, ვინც რუსეთში წასვლას აპროტესტებდა, ბოლოს როდის იყავი სპექტაკლზე და რა ფილმი ნახეო, რაზედაც ადამიანმა პასუხი ვერ გასცა.  რა არის იცით, ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია ეს ყველაფერი, ასე რომ ამაზე პასუხი საღად მოაზროვნე საზოგადოებას აქვს, ამაზე მე დიდ აქცენტს არ ვაკეთებ.

გეგმავს თუ არა „დუნდუას“ ანსამბლი დაგეგმილ ოზურგეთქალაქობაზე მონაწილეობის მიღებას?

კი, დღეს ვიყავი ქალბატონ მარინა ჯაფარიძესთან ამ საკითხზე, ალბათ ერთი ნომერი გვექნება. 

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ახლო მომავალში დაგეგმილია ორი კლიპის გადაღება, ისევ ის ღვინის კომპანია გვიფინანსებს კლიპის გადაღებას ანსამბლისათვის, ეს იქნება ორი ვარიანტის, ერთი კომერციული ანსამბლის კლიპი, მეორე ორწუთნახევრიანი ფილმის სახით გაკეთებული კლიპი ანსამბლის შემოქმედებაზე. კლიპის გადასაღებად საზღვარგარეთიდან ჩამოდის გადამღები ჯგუფი.

საქართველოს მაშტაბებს სცილდებით და თან ძალიან სერიოზულად...

რატომ არ უნდა გავცილდეთ, ჩვენი მიზანიც ეს არის.

რომელ ქალაქებში იგეგმება გასტოლები?

ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, პრესრელიზი არ გვაქვს მზად და შესაძლოა ყოველ დღე შეიცვალოს რაღაც.

'.$TEXT['print'].'