#2 საჯარო სკოლამ მარინა უჯმაჯურიძის გამოფენას უმასპინძლა
#2 საჯარო სკოლამ მარინა უჯმაჯურიძის გამოფენას უმასპინძლა
 ,,ბედნიერებაა როცა ადამიანს ფერებით აზროვნება შეუძლია. ფერწერული ნამუშევრებით ადამიანისათვის ემოციის მიცემას უდიდესი ძალა უნდა, მარინამ ეს შეძლო, მის მიერ შექმნილი ყველა პორტრეტი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულია. რასაც ჩვენ ვხედავთ დიდი შრომის შედეგია. პერსონალური გამოფენა მხატვრის შემოქმედებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ის გარკვეული ეტაპის ბოლო და ახლის დასაწყისია. ვულოცავ მარინას ამ დღეს" _გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ.
,,დღევანდელი დღე ერთ-ერთი ღირშესანიშნავია მეორე საჯარო სკოლის ისტორიაში. პატივი გვაქვს მარინა უჯმაჯურიძის გამოფენა ჩვენთან გავმართოთ. მან თავისი სულის ნაწილი აქ მოგვიტანა. ამ დიდი ნდობისთვის მინდა მადლობა ვუთხრა. ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც მოინდომა რომ ეს დღე შემდგარიყო"_ განაცხადა მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა ინარიძემ.
ამ ქალბატონისთვის პერსონალური გამოფენები უცხო არ არის. Mმისი ფერწერული ტილოები უნახავთ ბათუმში, თბილისში, თელავში, მაგრამ ეს გამოფენა მაინც განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან მის მშობლიურ სკოლაში მოეწყო. 
მარინა უჯმაჯურიძემ სამხატვრო აკადემია წარმატებით დაამთავრა. თავდაპირველად ბედი კინომატოგრაფიაში სცადა, გაფორმებული აქვს ისეთი ფილმები როგორიცაა ,,ათოვდა ზამთრის ბაღებს" და ,,მაცივარში ვიღაც იჯდა", შემდეგ კი მოღვაწეობა ფერწერის დარგში გააგრძელა.
გამოფენა მე-2 საჯარო სკოლაში ერთი კვირა გაგრელდება და მისი ხილვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

 

'.$TEXT['print'].'