დებატები მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში
  მონაწილე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს. სოფელ მაკვანეთისა და ლიხაურის მგალობელთა გუნდებმა საგალობლბლები შეასრულეს. აქ სასულიერო პირები მამა ვახტანგი და მამა მათე იყვნენ. შუამავლებმა ღმერთსა და ჩვენს შორის გვითხრეს, რომ უნდა გვიყვარდეს, რადგან სანამ სიყვარულის მარადიული ხე არ გამხმარა, მანამ ყველაფერი მშვენიერია. ამ გრძნობით უნდა ვიაროთ უფლისკენ მიმავალ გზაზე. ,,სიყვარული ღვთისა და ადამიანისა" გვასწავლის სახარება. მას არ შურს, არ ქედმაღლობს, იგი ტვირთია და უნდა გვწამდეს რომ შევძლებთ მის ზიდვას.
სტუმართა შორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირინა საჯაია იყვნენ.


 

'.$TEXT['print'].'