რთული საგანი, მაგრამ საინტერესოდ და სახალისოდ
 გაკვეთილი იწყება ასე: "იგი მშვიდად ცხოვრობდა ყურძნის მტევანში. . . მოულოდნელად, თუმცა კანონზომიერად, უზარმაზარ ქვევრში ამოყო თავი. ჯერ მათრობელა თხიერად იქცა, მერე ლამაზ საგალობლად".
ასე დაიწყო სპირტის მოლეკულის მოგზაურობა. 
რაინდ რკინას სიგიჟემდე შეუყვარდა ოქროსფერთმიანი პრინცესა-გოგირდი, მაგრამ ამ სიყვარულს წინ აღუდგა მკაცრი მეფე-ჟანგბადი.
ელემენტთა იმპერიაში დიდი ქაოსი სუფევდა, როცა არეულობამ პიკს მიაღწია, იენს ბერცელიუსმა იმპერიის დაწყნარება ინება, მაგრამ ამაოდ. სხვათა მცდელობამც უშედეგოდ ჩაიარა, სანამ არ გამოჩნდა მხედართმთავარი მენდელეევი. რომელმაც ყველას თავისის ადგილი მიუჩინა ქიმიურ ელემენტთა იმპერიაში. 
გაკვეთილები იწყება ასე, ოღონდ არა ლიტერატურის, არამედ ქიმიის. ამ გაკვეთილების მიღმა დგას ხათუნა თოიძე ლიხაურის საჯარო სკოლის 2007-2008 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებელი.
მანამდე კი იყო ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის ქიმიის კათედრა და უფროსი მასწავლებლის თანამდებობა. პროფილის ამაღლების ტრენი-ნგები, სასკოლო გრანტების ფარგლებში პროექტებზე მუშაობის სემინარები. იყო სხვადასხვა დროს მოპოვებული გამარჯვებები ინტელექტშემეცნებით თამაშებში, ოზურგეთის ჩემპიონობა და ფინალი თბილისში, სადაც ლიხაურის საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა "ნუცა სკოლამ" წარმატება მოიპოვა. მაგრამ იყო ყველაზე მთავარი სურვილი, რთული საგანი საინტერესო და სახალისო გაეხადა მოსწავლისათვის. გაკვეთილი-სიურპრიზი: "პატიოსანი თვლები და ძვირფასი მასწავლებლები", სადაც თითოეული მასწავლებელი იყო შედარებული ძვირფას თვლებთან. ეს მასწავლებლებისათვის იყო საკუთრი თავის ხელმეორედ აღმოჩენა. 
მოგვიანებით კი იყო ეკონომიკის გაკვეთილები სკოლაში, ისეთივე პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ჩატარებული, როგორც ქიმიის. 
ხათუნა თოიძის თაოსნობით მეთერთმეტე კლასის ეკონომიკის ჯგუფმა შექმნა მოსწავლეთა კომპანია -"პირველი ნაბიჯი", რომელსაც ჰყავდა თავისი პრეზიდენტი, საფინანსო განყოფილების გამგე და მენეჯერი. კომპანია შეიქნმა ორი თვის ვადით და დარეგისტრირდა სახელმწიფოს მიერ. კომპანიამ მან იმუშავა მოგებით. პროდუქციის გაყიდვის შემდეგ აქციონერებს დაუბრუნდათ აქციის ღირებულება და მოგების ხუთი პროცენტი.
ხათუნა თოიძე საუკეთესო დამრიგებელია და 2005 წლიდან დღემდე მონაწილეობს ეროვნული საგამოცდო კომისიის მუშაობაში.
"ვინმემ რომ გითხრას, გადმოაფინე უძვირფასესი საუნჯე შენი, რას გადმოაფენ? ეს პოეტური სტრიქონები, შეკითხვის გარდა, დიდ მოქალაქეობრივი მოთხოვნაცაა. შენი შინაგანი სამყარო საჯაროდ რომ გადმოაფინო, იგი მდიდარი და წმინდა უნდა იყო".
ხათუნას თავისი შინაგანი საუნჯის გადმოფენის არასოდეს შეშინებია. 
"მასწავლებელი მთელი ღამე ხატავდა მზეს, ბობღიალას. დილით ნუკრის თვალება გოგო-ბიჭები მოდიოდნენ, მხრებზე იდგამდნენ უცხო საჩუქარს.~ ეს მზე ხათუნას ყოველ დილით მოაქვს სკოლაში, რომ მისი შუქი უშურველად გაუნაწილოს მოსწავლეებს, მშობლებსა და კოლეგებს.

'.$TEXT['print'].'