კონკურსი თემაზე _,,მე მიყვარს ჩემი საქართველო"
წამყვანი მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ,,ნედლი სალამურის" პრეზიდენტი, ნინო ბურჭულაძე გახლდათ. ერთმანეთს მაკვანეთისა და #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები ეპაექრებოდნენ. ღონისძიება საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა, იგი დატვირთული იყო, როგორც ინტელექტუალური, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისითაც. მონაწილეებმა ლოგიკური მსჯელობისა და სწრაფი აზროვნების უნარი გამოავლინეს. გამარჯვებულები #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ.
 ღონისძიებას მოწვეული სტუმრები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ავთო მექვაბიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი, მარინა ჯაფარიძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა თავმჯდომარე, ირინა საჯაია ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'