აპლოდისმენტები და გულწრფელი ცრემლი...
დადგმა კულტურის დამსახურებულ მუშაკს, იური ჯიჯიეშვილს ეკუთვნის.
პიესის ავტორი, თავად აფხაზეთის ომის მონაწილე, ჯემალ კეჭაყმაძე ამეტყველებული პერსონაჟებიდან, თავის სათქმელს გვეუბნება, გვიყვება ომის პეირიპეტიებზე, ტკივილიანად შეგვაგრძნობინებს იმ განცდებს, რაც ჩვენმა ვაჟკაცებმა ომის ქარ-ცეცხლში გადაიტანეს. პიესას, მეტ სიმძიმეს, სულში ჩამწვდომ სევდას ორი, ქართველი და აფხაზი დედის გოდება სძენს. მათ, ხომ შვილები მამულს გაუზარდეს და არა ვიღაცის შეგნებულად თუ შეუგნებლად პროვოცირებულ ძმათა მკვლელ ომს. ამ ომში, ხომ გამარჯვებული არც ერთი მხარე არ ყოფილა, ამ ომით, ხომ ვერც ერთმა მხარემ ვერ იხეირა. იხეირესMმხოლოდ გარეშე ძალებმა. 
საინტერესოდ, დამაჯერებლად წარმოადგინა ქართველი მეომრის, თამაზ ქართველიშვილის სახე ირაკლი ვადაჭკორიამ. მაგრამ, ალბათ, ორმაგად ძნელი, აფხაზი მეომრის განცდების, მისი შინაგანი სამყაროს სრულყოფილად გადმოცემა იქნებოდა, რომელიც ახალბედა დებიუტანტმა მსახიობმა, გიორგი დოლიძემ მართლაც შთამბეჭდავად შექმნა. 
გმირების პათოსი მაყურებელს გადმოედო. Gგულისამაჩუყებელი იყო ქართველი და აფხაზი მეომრის სცენა. მათი დიალოგის მოსმენა კი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებდათ იმაში, რომ შავი ღრუბელი მალე გადაივლის, ქართველი და აფხაზი ხალხი გამთლიანდება და მათ ერთი ექნებათ მამული - საფიცარი.
იყო ბევრი აპლოდისმენტები, ოვაციები და ცრემლი, გულწრელი ცრემლი, რომელიც მამულისათვის თავგანწირულ ვაჟკაცებს ეკუთვნოდათ. თითქოსდა არაფრით გამორჩეულ, "ღიმილის ბიჭებს", რომლებმაც სიცოცხლე ყველაზე ძვირფასს - მამულს შესწირეს.

'.$TEXT['print'].'