მარგალიტა კუნჭულია: "გარდაქმნა სულიერი ფერისცვალებაა"
მარგალიტა კუნჭულია:
 კარგა ხანია მქონდა სურვილი მისდამი განსაკუთრებული მოკრძალება გამომეხატა და დღემდე მიუზღვეველ ვალად მრჩებოდა. 
მაინც ვერ გავკადნიერდი, მისი პროფესიული ოსტატობის საქებრად ეპითეტები შემერჩია. მივიჩნიე, ამით ახალს ვერაფერს ვეტყოდი მკითხველს, რომელიც უჩემოდაც კარგად იცნობს #2 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მარგალიტა კუნჭულიას.
იგი არ არის დამსახურებული პედაგოგი, არც რომელიმე მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელი. სამაგიეროდ ქვეყნის სასკოლო ცხოვრების ცარგვალზე გამორჩეული შუქით ანთია.
* * * 
...სამუშაო ოთახში, მის საწერ მაგიდაზე წერილები აწყვია. მათგან განსაკუთრებით ერთი გამოვარჩიე. ხიბლი ამ ბართისა გახლავთ ის, რომ ავტორს მხოლოდ ერთი წინადადებით მოუხერხებია ეთქვა მრავალთა სათქმელი: ,,გილოცვათ ქალთა საერთაშორისო დღეს, მაგრამ მე მახსოვს კიდევ უფრო დიდი და ლამაზი დღესასწაულები _ თქვენი გაკვეთილები!...  
გაკვეთილი, როგორც დღესასწაული. ჩვენ მისმა ნამოწაფრებმა, კაგად ვიცით იმ გაკვეთილების ფასი. ჩვენ, რომლებიც ზედმიწევნით კარგად ვიცნობთ მარგალიტა მასწავლებლის ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ პორტრეტს, უმწიკვლო, მოუსყიდველ ბუნებას, ნათელ გონებასა და კეთილ გულს. 
...სხვისიც ყოფილა, თუ ყოფილა ჩემს თვალზე ცრემლი, ვყოფილვარ სხვისი სიბრალულით მრავალჯერ ჩუმად... ყოვლადძლიერო გახარება თუ გინდა ჩემი, _ უნარი სხისი გახარების მიბოძე უმალ.'' მუხრან მაჭავარიანის ეს სიტყვები თავისი შეგნებული ცხოვრების ყველა ეტაპზე თამამად შეეძლო ეთქვა. Aამას მკითხველიც ადვილად ირწმუნებს, როცა ჩვენს დიალოგს ჩაიკითხავს. Dდიალოგს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
_ მოდით, ჯერ-ჯერობით თავი შევიკავოთ სასკოლო ცხოვრების საკითხებზე მსჯელობისაგან და საუბარი დავიწყოთ იმ პრობლემებით, ტკივილებით, რომლებიც საკმაოდ იყო ჩვენს გარშემო, თუნდაც 1937-38 წლების ტრაგედიით. Dდრო აფასებს ყველას და ყველაფერს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გვსიამოვნებს თუ არ გვსიამოვნებს. რომაელები ამბობდნენ: ერთადერთი რასაც ვერ მოქრთამავ, დროაო. იმ წლებმა თქვენს თვალწინ ჩაიარეს და, ამდენად, როგორც პიროვნებას, გაქვთ უფლება გაგვიზიაროთ თქვენი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისიდმი.
 _ იცოცხლე, ტკივილები, პრობლემები მართლაც ბევრია, იძალა ჩვენში შურმა, ბოროტებამ, უკანონობამ, უსამართლობამ, დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეული ჩვენგანის სულს ზრდა სჭირდება. სულდიდები სულწასულები არ ვიქნებით და ბევრი საქვეყნო პრობლემა უკეთ გადაიჭრება. 
1937-38 წლებში ჩვენში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა და ცხადია, ტრაგედიას არავითარი გამართლება არ მოეძებნება. პირადად მე დღესაც მომყვება იმ წლების შიში.
37 წლის ზაფხულში, მასობრივი რეპრესიების ჟამს, დააპატიმრეს ჩვენი თანაკლასელის მამა (ამჟამად რეაბილიტირებული) რაიონის აღმასკომის თავჯდომარე, კირილე გოგუაძე, საბჭოთა ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი. როცა სექტემბერში სკოლაში დავბრუნდით, 15 - 16 წლის გოგო-ბიჭებმა ვერც კი გავბედეთ, სიცოცხლის უნარწართმეულ გოგონას გადავხვეოდით. ამ ოჯახის ტრაგედიით სავსე ცხოვრებამ ჩემს თვალინ ჩაიარა (თუ ამას შეიძლება ცხოვრება ეწოდოს). ეს იყო დაუსრულებელი კოშმარული სიზმარი, ტიპური ყველა იმ უდანაშაულო ოჯახისათვის, რომლებიც გაიწირნენ.
დირიჟორად ამ ტრაგედიისა მთავარსარდალს მიიჩნევენ, მაგრამ სტალინის პიროვნებაზე ხელაღებით საუბარი მაინც გაძნელდა. მას დღეს აძაგებენ ისინიც, ვინც მსგავს სიტუაციაში, ალბათ, სიამოვნებით ჩაიდენდნენ სისასტიკეს, სიცოცხლეს მოუშხამავდნენ ადამიანებს.
დღესაც ძლიან მტკივნეულად შეინიშნება. რომ ჯერ კიდევ მწვანე შუქი აქვთ ე..წ ,,გადაცმულებს.'' ისინი შინაგანად დესპოტები, დღემედე ოსტატურად თამაშობენ ჰუმანისტების როლს და რამდენადაც ეს შესამჩნევია, იმდენად მძიმე სულიერი ატმოსფერო იქმნება. ვირწმუნოთ, რომ Dდღეს ჩვენში მიმდინარე რევოლუციური პროცესები ადვილად შეელევა მათ.
_ ამჟამად ჩვენ წინაშე მდგომ მტკივნეულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უპირველესი ეროვნული საკითხია _ როგორია ჩვენი დამოკიდებულება მშობლიური ენისადმი?
 ენა ერის ციხე-სიმაგრეა, მისი ბალავარი, ფარი და ხმალი. და რამდენადაც შეუვალია იგი, ბოროტება ვერ დაგვძლევს. ამიტომაც არის ძლიერ დამაფიქრებელი, რომ ქართული ენის სიწმინდე შეილახა. მოგვეძალა კალკები, ბარბარიზმები და ჩვენც კარი გავუღეთ მათ ზეპირსა თუ წერით მეტყველებაში. მშობლები ,,აქტიურობენ _ აქაოდა, ხელსაყრელიაო, შვილები რუსულ სკოლაში შეჰყავთ, ტელეეკრანიც ხშირად ,,ხელს გვიმართავს'' გაუგებარი სიტყვებითა და გაუმართავი სტილით.
სიამოვნებითYშევთავაზებდი წინადადებას საქართველოს ტელევიზიას: სთხოვოს და რიგრიგობით ტელეეკრანთან მიიწვიოს ენათმეცნიერები, რომლებმაც უნდა აღნუსხონ მცდარი გამოთქმები და სწორი ფორმები მიაწოდონ მსმენელთ. Bბევრი უსათუოდ დახვეწს მეტყველებას.
Eენა, ისე, როგორც ერი, ბუნების ნაწილია. ,,მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს''-ბრძანებს წმინდა ილია მართალი. მივყვეთ მის შეგონებას. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან - მამული, ენა, სარწმუნოება, თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხი გავცეთ შთამომავლობას?!
 _ არსებობს ლამაზი სტრიქონი: მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი.'' ყველა იმის, ვისაც დღეს ხელში ჟურნალი უჭირავს და ზარის წკრიალზე საკლასო ოთახისაკენ მიემართება, გმირობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ვიყოთ გულახდილნი: განა ბევრია ღირსი, რომ პედაგოგი ერქვას? ხომ არ ფიქრობთ, რომ მასწავლებლობის უფლება მისცეს ყველას, ვინც კი გაკადნიერდა და ეს მოისურვა?
_ საუბედუროდ, ,,გმირობას გითვლის ერი~ წლების მანძილზე ლამაზი სიტყვები იყო მხოლოდ. Bბევრის შრომა ღირსეულად დაფასდა, მაგრამ ხომ ხდებოდა ისიც, რომ უღირსი, სამაგიეროდ წელმაგარი და შუბლმაგარი, ,,შავ ბაზარზე''ყიდულობდა წარჩინებებს, ბევრი რჩეული, მაგრამ ხელმოკლე, ან კიდევ უპრეტენზიო, ხშირ შემთხვევაში, ჩრდილში იდგა, მაგრამ მათ მაინც არ უღალატიათ პედაგოგიური სინდისისათვის და ვიდოდნენ ეკლიანი გზებით, მათ სხეულის გვემით სულის ზეობას მიაღწიეს, თავიანთი სამწყსო აზიარეს ამაღლებულს და აპოვნინეს იდეალი ,,შორეთს იქეთ შორეთში, უმაღლეს ცათა სფეროში,'რათა დედამიწაზე ჩამოეტანათ და ბაზალეთის ტბის ძირას დაევანებინათ. 
Yყველა, ვინც დღეს, მასწავლებლობას იჩემებს, არ არის ღირსი პედაგოგი ერქვას. ისევე, როგორც ყველას ექიმს ვერ დავარქმევთ და ყველა ინჟინერს-ინჟინერს. სავალალოა, მგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდობა გაურბის პედაგოგობას, მიზეზის ახსნა თავად მკითხველს მივანდოთ და რაკი ნიჭიერი და ღრმად მცოდნე ნაკლებად მოდის, სულის მზრდელიც თითზე ჩამოსათვლელი გვყავს.
რამდენს დაკარგავდა ბარათიშვილის პოეზია, რომ მას პედაგოგად დოდაშვილი არ ჰყოლოდა, დოდაშვილებზე ვერ ვიოცნებებთ, მაგრამ განსწავლულნი კი საოცრად გვჭირდებიან.
-დრომ შეაფასა და გადააფასა კიდეც ადრე ბუმბერაზად შერაცხული ბევრი მწერალი, სრულქმნილად წოდებული ნაწარმოები, იდეალად მიჩნეული ლიტერატურული გმირი. ჩვენ გვასწავლეს, რომ მექი ვაშაკიძე (,,კოლხეთის ცისკარი~) იდეალური გმირია, მაგრამ, ბევრი, ვინც აკაკი ბაქრაძის კრიტიკული წერილი გულდასმით წაიკითხა, მიხვდა, რომ იგი ,,უღირსებო კაცი''ყოფილა. ბატონი აკაკი გულისტკივილით მიგვითითებს იმაზე, რომ იმ სახელმძღვანელოებით, რომლებითაც დღეს სკოლებში ასწავლიან, ძნელია აღიზარდოს სრუქმნილი პიროვნება.
-აკაკი ბაქრაძემ ახლებურად დაგვანახა ზნეობრივი გმირი და მოგვცა ზნეობრივი გმირის სიღრმისეული ახსნა, რაც ასე სჭირდებოდა დღეს გარდაქმნის გზაზე მდგომ საზოგადოებას, მანვე ახლებურად წაგვაკითხა სასკოლო ნაწარმოებები. მათ შორის, ,,გამზრდელი, ,,განდეგილი''და ,,კოლხეთის ცისკარი.''სიმართლე უნდა ითქვას, არა ერთხელ მიგვრძნია უხერხულობა და არა მარ-ტო ,, კოლხეთის ცისკრის'' სწავლებისას.
ამაშიც ცამდე მართალია ბატონი აკაკი, რომ თანამედროვე სახელმძღვანელოები ვერ გამოდგება მოსწავლის გონების გამდიდრებისა და ზნეობრივი სრულყოფისათვის, არ იქნა და ვერ მოხერხდა ვარგისიანი ქართული ლიტერატურის სახელმძღვა-ნელოს შექმნა, ღმერთმა ინებოს, რომ ახლო მომავალში ეღირსოს იგი მოსწავლესა და მასწავლებელს.
-თქვენს ფრიადოსან ნამოწაფართა შორის ყოველთვის არსებობდნენ გამორჩეულები, ხომ არ შემატებიათ მათ ახალი სახელები?
რუსუდან ბერიძეს, მზია შეწირულს, ციცო ხარაიშვილსა, იზოლდა როყვას, თენგიზ კვაჭაძეს, დავით უღრელიძეს, ირინა კოპლეიშვილს, დათო მახარა-ძეს, იზა ჩხარტიშვილს, თინათინ ონიანსა და თამარ მახარაძეს შეემატნენ კლარა მენაბდე, ლევან თენიეშვილი, ვალერი ლომთათიძე, ვალერი ჩიტაიშვილი... 
-როგორ წარმოგიდგენიათ 21-ე საუკუნის ,,კაი ყმა'? 
-,,კაი ყმა'ფართო ცნებაა, ვაჟაზე უკეთესად ვერავინ გაგვიმარტავს. მაგრამ ამჯერად ერთზე შევჩერდები. ახალი საუკუნის ,,კაი ყმა'იქნება ის, ვისაც ექნება სხვისი თანაგრძნობისა და თანალმო-ბის უნარი, სხვანაირად, ვინაც სხვის ჭირს ღობის ჩხირად არ მიიჩნევს ,,ქვეყნის სარგოდ''გაირჯება.
-გარდაქმნა. როგორ ვლინდება იგი დღეს სასკოლო ცხოვრებაში?
ჯერ-ჯერობით გარდაქმნა მხოლოდ სკოლის იერსახეს დაეტყო. ვერა დ ვერ შევძელით სწავლების ხარისხის, დისციპლინის, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის გაუმჯობესება ისე, როგორც ეს გვჭირდება.
Gგარდაქმნა ადამიანის სულიერი ფერისცვალებაა, მისი შინაგანი განწმენდაა. იგი თავად ჩვენ უნდა განვიცადოთ, ამისათვის კი მყარი საფუძველია აუცილებელი, რაც მთავარია, უნდა მოხერხდეს სკოლების რეოარგანიზაცია, საშუალება განათლება არ უნდა მივიჩნიოთ სავალდებულოდ. 
თქვენ რომ განათლების მინისტრი იყოთ? 
-განვტვირთავდი პროგრამებს ე.წ. ზედმეტი მასალისაგან; მეტ დროს დავუთმობდი ჰუმანიტარულ განათლებას, გავზრდიდი ,,ვეფხისტყაოსნის~'შესწავლისათვის საათების რაოდენობას, შემოვიღებდი რელიგიის ისტორიის, კერძოდ, ქართული ეკლესიის ისტორიის სწავლებას, ყოველ პირველ სექტემბერს ახალ-ახალი, პოლიგრაფიულად სრულქმნილი სახელმძღვანელოებით გავახალისებდი მოსწავლეებს, ვიქნებოდი მაქსიმალურად სამართლიანი, რადგან უსამართლობა ყველგან აუტანელია, მით უმეტეს, სკოლაში...
-მალე დარეკავს სწავლის მაუწყებელი ზარი, რას უსურვებდით საქართევლოს მოსწავლე-ახალგაზრდობას, მასწავლებლებს? 
-სულის ზრდას. 

'.$TEXT['print'].'