ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში
 იგი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, სახელდობრ, სოფლის ცენტრში მდებარე XV საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ეკლესიითა და სამრეკლოთი. აჭის ტერიტორიაზე არსებული XIII-საუკუნეში აგებული წმინდა გიორგის ეკლესიითა და მისი ღირსშესანიშნავი ფრესკებით, XVI-საუკუნეში აგებული ციხე-სიმაგრე და სხვანი. სოფლის მშვენებას წარმოადენს მდინარე აჭის წყალი, რომელიც მოუსვენრად მოედინება უზარმაზარ ლოდებს შორის და თავისი სანახაობით ატკბობს ადამიანებს და სიამოვნებას ჰგვრის მათ.
აღსანიშნავია, რომ ბუნების ამ შესანიშნავ წიაღში დაიბადა და გაიზარდა ისტორიისა და ეთნოგრაფიის დიდი მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, აკადემიკოსი, ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი, მან ქართველი ერის დიდი, ეროვნული, ძალზე ძვირადღირებული განძი, რომელიც 1921-წელს რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ მაშინდელი დროებითი მთავობის მიერ გადატანილი იქნა საზღვარგარეთ, პარიზში, დაიცვა და მისი მოხუცებულობის ჟამს, მძიმე ეკონომიკური პირობების მიუხედავად, უკლებლივ დაუბრუნა ქართველ ერს, რასაც სამართლიანად, ზნეობრივი გმირობის უკვდავება ეწოდა. მადლიერა ხალხმა სოფლის ცენტრში უნიკალური დიდების ძეგლი აუგო ექვთიმეს. დადგინდა, რომ მისი დიდების უკვდავსაყოფად ყოველწლიურად გაიმართოს სახალხო დღესასწაული-,ექვთიმობა.1984 წელს ,,ექვთიმობის'საზეიმო დღესასწაულზე საძირკველი ჩაეყარა სოფლის ცენტრში მისი- სახლ-მუზეუმის მშენებლობას, მაგრამ, რატომღაც, ეს ტრადიცია ვერ გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ სოფელში კიდევ ბევრი შესანიშნავი ადამიანები გაიზარდნენ, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეატანეს სოფლისა და ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში. საყურადღებოა ბატონი ამბერკი ურუშაძე, რომლის უშაულო ინიციატივით მდინარე აჭისწყალზე, სოფელ ლიხაურში, 1935-წელს აიგო და ამუშავდა 96-კილოვატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე საკმარისი იყო იმდროინდელი მოსახლეობისათვის. მან 25 წლის მანძილზე იარსება.
Uუნდა აღინიშნოს, აწ. Gანსვენებული, ნოდარ მიხეილის-ძე სურგულაძის შემოქმედებითი საქმიანობა, რომლის ინიციატივით 1957-წელს ლიხაურში ჩამოყალიბდა კინომოყვარულთა ჯგუფი, რომელთა მიერ გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი- ,,ჩვენი სოფელი'' და სხვა. ამავე დროს, იგი სოფლის კულტურის სახლის დირექტორად მუშაობდა, თავის გარშემო მან შემოიკრიბა მოწინავე, ახალგაზრდობა და მრავალი შემოქმედებითი სექციები ჩამოაყალიბა, რითაც ხალისიანი და მიმზიდველი გახადა სოფლის ცხოვრება. აღნიშნული კულტურის სახლი მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული მთავრობის მიერ.
Aასევე აღსანიშნავია, აწ. Gანსვენებული, რობერტ გოგოლიშვილის საქმიანობა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სოფელში ობელინსკი-მემორიალისა და აკადემიკოსს, ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის მშენებლობის საქმეში.
აგრეთვე, თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარების საქმეში აწ. Gგანსვენებულმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა გულვან ხომერიკმა, რომელიც უანგაროდ ემსახურებოდა მშრომელ საზოგადოებას.
ამავე დროს, ყურადღებას იმსახურებს აწ. Gანსვენებული, ბატონი მამია ცეცხლაძე, რომლის მიერ შექმნილი უამრავი ლექსი, ლექსთა თხრობის მგზნებარე მანერა, დიქცია და თეატრალური საქმიანობა საზოგადოების დიდ მოწონებას და აღტაცებას იწვევდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დოქტორისა და აკადემიკოსის, ბატონ გიზო ჭელიძის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიცავს ფოლკლორისტიკას, ქართველოლოგიას, პალეოგრაფიას (დამწერლობათმცოდნეობა), ლიტერატურის მცოდნეობას და სხვა. აგრეთვე, დიდ ყურადღებას იმსახურებს, როგორც მწერალი, ჟურნალისტი და ფოლკორისტი, რომელიც შემოქმედებით და ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევა სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.
Aასევე ყურადღებას იმსახურებს ბატონი სოკრატ სალუქვაძე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ფარმაკოლოგიის განვითარების საქმეში.
აგრეთვე, აღსანიშნავია მინდია სალუქვაძის, კარპეზ დონაძის და სხვათა შემოქმედებითი საქმიანობა.
 სოფლის ცენტრში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ბერმუხა ამშვენებდა, ხშირად იმართებოდა მოწინავე საზოგადოების თავყრილობანი, სადაც წყდებოდა სოფლის საჭირბოროტო საკითხები. აღსანიშნავია, ისიც, რომ აქ ბერმუხის ჩრდილში ასამართლებდნენ და უსჯიდნენ საზოგადოებისთვის ბოროტ და დამნაშავე პირებს. მათი შეწყალება არავის არ შეეძლო .
ამავე დროს, ჩვენი მამა-პაპანი უფრთხილდებოდნენ და მტკიცედ იცავდნენ თავისი სოფლის ავტორიტეტსა და ტრადიციებს. Aამ მხრივ, საყურადღებოა ის, რომ მტრულად განწყობილი ვაჟკაცები ერთმანეთს უთანასოწორო ბრძოლაში არ შეებმებოდნენ და ადამიანის ლაჩრულად მოკვლა დიდ სირცხვილად და ამორალურ საქციელად ითვლებოდა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ლიხაურში, ნიაბაურის სასაფლაოს ერთ-ერთ საფლავზე არის წარწერა, რომ მოიკლა მიპარვით, ქურდულად და აქვე აღნიშნულია მოკლულისა და მკვლელის ვინაობა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულისათვის ოჯახს, რომ ბოიკოტს დაადებდნენ, ის განდეგილად ითვლებოდა. 
ჩვენს წინაპრებს წესად ჰქონდათ, რომ, როცა მამაკაცი რაიმე პირობის შესასრულებლად ულვაშის ბალანს გასცემდა, ამ პირობის დარღვევა სამარცხვინოდ და დანაშაულად ითვლებოდა.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წვეულებებში და ქორწილებში წარსადგენ პირებს არა მხოლოდ ნათესაური ნიშნით, არამედ, მათი ვაჟკაცობის, შესახედაობის, ყოფაქცევის, სიტყვაკაზმულობისა და მუსიკალური განათლების მიხედვით არჩევდნენ. განსაკთრებით აღსანიშნავია იმ დროინდელი ვაჟკაცობის რაინდული თვისებები, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ, როცა, ორი ვაჟკაცი ერთამანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეეჭიდებოდა, თუ მემომრებს შორის ქალის მანდილს დაუშვებდნენ, მათ შორის ბრძოლა წყდებოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის ტერიტორიაზე ქვედა ნიაბაურში ერთ-ერთ ოჯახს სწვევია სტუმრები, რისთვისაც მათ შესანიშნავი პურმარილით გაწყობილი მაგიდა მოუმზადებიათ, მაგრამ მრავალხმოვანი გურული სიმღერები, რომ შეესრულებინათ ერთი ხმა აკლდათ. ამ ხმის კარგი შემსრულებელი ყოფილა მეზობელი, რომელიც იმ პერიოდში მომდურავად ყოფილა აღნიშნულ ოჯახთან. Mმაგრამ, მიუხედავად ამისა, ოჯახის თავკაცს წველებაზე ის მომდურავი პიროვნება მოუწვევია, სოფლის ავტორიტეტის გულისათვის. იმ პიროვნებასაც მიუღია მიწვევა, მისულა მომდურავ ოჯახში და თავისი ვალი ვაჟკაცურად მოუხდია, ხოლო, როცა შესრულება დამთავრებულა, წასვლის წინ მადლობა გადაუხდია და ოჯახის თავკაცისთვის განუცხადებია, რომ ჩვენს შორის მომდურობა კვლავ გრძელდებაო.
Aამრიგად, ჩვენი სოფლის სინამდვილეში ბევრი შესანიშნავი ადამიანი ყოფილა, რომლებიც გამოირჩეოდნენ მაღალი ზნეობრივი თვისებებით, ვაჟკაცური შემართებით, იუმორით და შემოქმედებითი საქმიანობით. მათ სოფლისათვის სასარგებლო საქმეები უკეთებიათ. 
Mმიუხედავად იმისა, რომ საკმაო დრომ განვლო, საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო, სოფელს ისევ უამრავი გადაუჭრელი პრობლემები გააჩნია. მოუწესრიგბელია შიდა სასოფლო და საპლანტაციო გზები. ხოლო, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, სოფლის წყალსადენი, რომელიც ამავე დროს, მომსახურებას უწევს ანასეულის მოსახლეობას, რომლის მოწესრიგების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება, რისთვისაც ის გატანილი უნდა იქნას აუქციონზე და გაიყიდოს. რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის ნორმალურ პირობებში ჩაყენებას და სასმელად ვარგისი წყლის მოსახლეობისათვის შეუფერხებლად მიწოდებას.
 აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პრივატიზაციის დროს, მოსახლეობის ნაწილს საკუთრებაში გადაეცა ამორტიზებული ჩაის პლანტაციები, რომელიც უნდა ამოიძირკვოს და გადაყვანილი იქნას სავარგულში, ამის ფინანსური შესაძლებლობა სოციალურად დაუცველ საზოგადოებას არ გააჩნია, რისთვისაც საჭიროებს დახმარებას.
სოციალურად დაუცველი საზოგადოება ძალიან მტკივნეულად განიცდის იმას, რომ ძირითადი ფინანსური შემოსავლის, მათთვის სასიცოცხლო დარგების: ჩაის, ციტრუსების, თესლოვანი და კურკოვანი ხილის, თხილის და კივის კულტურების პროდუქციაზე არის ძა-ლზე დაბალი შესასყიდი სარეალიზაციო ფასები, ეს პროდუქციის წარმოებისა და აღნიშნული დარგების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს არ იძლევა, ხოლო, ძალზე დაბალია ერთწლიანი კულტურის წარმოების დონე და მოსახლეობის დიდი ნაწილი, სიღარიბის გამო, ვერ თესავს სიმინდის კულტურას. Yყოველივე ეს არა ერთი სოფლის, არამედ, ქვეყნის საერთო ტკივილია.
აღნიშნული დარგების აღდგენა-განვითარება იმიტომაც არის საჭირო და აუცილებელი, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარსების გამო, მოსალოდნელ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება მსოფლიოს სოფლის მეურნეობა და რამდენად უზრუნველყოფს ის ჩვენი მოთხოვნოლებების დაკმაყოფილებას სურსათზე.
შემდეგ იმიტომაც, რომ ამის შედეგად ასეული ათასობით ადამიანი დასაქმდება, დავძლევთ სიღატაკეს და მივაღწევთ მათ ეკონომიკურ აღმავლობას.
თუმცა, ამ მიმართულებით რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რაც უეჭველად კარგი საქმეა, მაგრამ აღნიშნული ღონისძიებანი არ არის საკმარისი ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველსაყოფად. Aამიტომ მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მწარმოებელი პროდუქციის რეგულიზაციის საქმეს, რისთვისაც მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს თხილის გადამამუშავებლი წარმოებები, ხოლო, ნამატი პროდუქცია გატანილი უნდა იქნას სარეაბილიტაციო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ და ამავდროულად უნდა მოიხსნას საბაჟო გადასახადები საექსპორტო პროდუქციაზე. Aასევე, განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებანი და უპირატესობა რესბუბლიკის შიგნით წარმოებულ პროდუქტს მიენიჭოს. აუცილებელა ხილის მძლავრი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყება. ხელი უნდა შეეწყოს ბიზნესის განვითარებას, მაგრამ, ისე არ უნდა მოხდეს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობამ გაყიდოს საკუთრებაში არსებული სავარგულები, ამისათვის ხელი უნდა შეეწყოს ინდივიდუალური მეურნეობის აღდგენა- განვითარებას. Mმეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამერიკული თეთრი პეპელასა და სხვა რიგი მავნებლების განადგურებას, უფრო აქტიურად უნდა ვებრძოლოთ მეცხოველეობისა და ფრინველების დაავადებას. 
ჩვენს წინაპრებს ბევრი სასიკეთო საქმე უკეთებიათ. მათი გახსენება, პირველ რიგში, ახალგაზრდებს არგებთ. ალბათ, დადგება დრო და სოფლის ცენტრში, თვალსაჩინო ადგილას, იქ, სადაც 1984 წელს საძირკველი ჩაეყარა წმინდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმის მშენებლობას, აიგება დიდების მუზეუმი, რომელთა ბინადარნი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, სხვა ღირსეული ადამიანებიც იქნებიან.
ასეთია საზოგადოების მოთხოვნა. 



'.$TEXT['print'].'