ერთი ლამაზი დღე...
 ორ საუკუნეს მოესწრნენ და ჯერ კიდევ ახალგაზრდები ჰქვიათ... სულ რაღაც 5 წლისანი არიან, მაგრამ დროის ამ ცირე მონაკვეთში შეძლეს, ის რომ უყვართ, უსმენენ... უყვართ გულწრფელად, უსმენენ გულისყურით. აი ისინიც:
 ვახტანგ ბუცხრიკიძე, იური ცინცაძე, ხვიჩა ასლამოვი, ილია გაბუნია, თამაზ გოგუაძე, იმედა ჯანელიძე, კახა და გოგიტა ჭაკნელიძეები და ანსამბლის ხელმძღვანელი ბადრი ვადაჭკორია. ამ ადამიანებმა თავისი ცხოვრება შემოქმედებას დაუკავშირეს. ისინი სხვადასხვა პროფესიისანი არიან, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ, სიმღერის სიყვარული. 
 გაჩნდა იდეა, რომ ანსამბლს იუბილე გადაეხადა და 5 წლიანი ნაღვაწ- ნაშრომი მსმენელისათვის ეჩვენებიათ.
  საღამო ორ განყოფილებად წარიმართა. პირველი ნაწილი ხალხურ შემოქმედებას დაეთმო. ერთმანეთს ცვლიდა იუბილარი და მოწვეული ანსამბლების მიერ შესრულებული ქართული მრავალხმიანი სიმღერა, გურულ კრიმანჭულს კახური მრავალჟამიერი, სცენას კი ანსამბლები "შვიდკაცა", "იმედი", "ივერიონი", "ხარება", და ასაკით პატარა, მაგრამ ნიჭიერი, სოლო შემსრულებლები - კახა ცინცაძე, მირონი კვაჭანტირაძე და გიორგი ბარამიძე ცვლიდა. გაიხსენეს ანსამბლის გარდაცვლილი ხელმძღვანელი, ტარიელ ხომერიკი.
შთამბეჭდავი იყო საღამოს მეორე ნაწილის დასაწყისი. ჩაბნელებული სცენა , იმპროვიზებული ჩიტების ჭიკჭიკი და ყურისთვის საამოდ მოსასმენი, მურმან ლებანიძის ლექსზე, ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი ულამაზესი სიმღერა, ,,გაზაფხული შემოსულა ლენ", რომელსაც ამსამბლის ხელმძღვანელი ბადრი ვადაჭკორია ხავერდოვანი ბარიტონით ასრულებდა.
 და ბოლოს... ბედნიერია იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრება რომელიც ერთი ლამაზი დღეა გრძელდება... სწორედ ასეთი ლამაზი დღე აჩუქა ანსამბლმა "ურეკმა" ოზურგეთს.

'.$TEXT['print'].'