კულტურის სამსახურისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი კონცერტები დაიწყო
 პირველი გასვლითი კონცერტი კონკრეტულ სოფელს იმ მნიშვნელოვანი მიზეზით დაუკავშირეს, რის გამოც, მაკვანეთი გურიაში ყველაზე გამორჩეული, დიდი მუსიკალური ტრადიციების მქონეა. მდიდარ ფოლკლორთან ერთად, დიდი წინაპრების დანატოვარ ღირსეულ აზრებს დღემდე ვალდებულებად და სასიამოვნო ტვირთად თვლიან მაკვანეთლები. 
 საგალობლების უდიდეს მატიანეს, რომელიც გიგო, არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილებმა თავიანთ შთამომავლობებს ჩააბარეს, ბატონმა ანზორიმ კი თაობებს გადასცა და მსოფლიო ასპარეზზე გაიტანა, ტრადიციად დღემდე აგრძელებენ აქაური სიხარულიძეები, ბაბილოძეები, თოიძეები, იობიშვილები და კიდევ ბევრი ოჯახი. ტრისტან სიხარულიძე, გური სიხარულიძე, ამირან გოლიაძე და მისი მეუღლე, ქალბატონი ეთერ პავლიაშვილი, ახლად ჩამოყალიბებული ანსამბლებით "ხარება" "ალილო","ნაკადული", დღემდე ემსახურებიან სოფელში ამ დიდი ტრადიციების შენარჩუნების საქმეს, თაობების აღზრდას და გურული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციას. ადგილობრივებთან ერთად, საღამოს მუსიკალურად კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები ამდიდრებდნენ და ალამაზებდნენ. ტრიო "გამა", ხალხურ საკრავთა ანსამბლი "ედელვაისი", "ნედლი სალამურები" და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ფესვები" იმ გულის ფიქრებით ათბობდნენ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას, გურული ხალხური და ზოგადად ქართული სიმღერა და ცეკვა რომ ჰქვია. სასიამოვნო სიახლე კი გაგრძელებას ისევ ჰპოვებს, ამჯერად უკვე ლიხაურში, შემდეგ კი ყველა იმ სოფელში, სადაც კულტურის სახლი დღემდე შემონახული და მოტანილია. 

'.$TEXT['print'].'