ბიბლიოთეკა ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენისაც თავად სკოლა
 ბიბლიოთეკის ნათელ, გემოვნებით მოწყობილ დარბაზში განსაკუთრებულ განწყობას მზიანი გულის მწერლის, ნოდარ დუმბაძის ფერწერული ტილო ქმნის. სულ ახლახან სკოლა მის სახელს ატარებდა, მაგრამ ეს ტრადიცია რატომღაც არასასურველად მიიჩნია განათლების სამინისტრომ, თუმცა დუმბაძისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქ მაინც შემორჩათ. ბიბლიოთეკაში გამოფენილია სკოლის ნიჭიერ მოსწავლეთა შემოქმედების ნიმუშები.
5 წელია აქ მუშაობს ლია არობელიძე, პროფესიით ფილოლოგი და თავის საქმეზე ჭეშმარიტად შეყვარებული მანდილოსანი.
Lლია არობელიძე: `ჩვენი ბიბლიოთეკა ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენიც თავად სკოლა. მას არსებობა არასოდეს შეუწყვეტია. აქ მრავლად გვაქვს, როგორც მხატვრული, ასევე მეთოდური ლიტერატურა, ზღაპრების სერია პატარა მკითხველებისათვის. ბიბლიოთეკამ მიიღო პრეზიდენტის საჩუქარი : `ზღაპრების სამყარო~, `საბავშვო ენციკლოპედიები~, `ლექსიკონები~. ყველა ეს გამოცემა თანამედროვე დიზაინით არის გადაწყვეტილი, რომელიც ვიზუალურადაც იზიდავს მკითხველს.
 მესამე წელია ბიბლიოთეკის მეშვეობით ხდება სასწავლო წიგნების ხელშეკრულებით გაცემა შეჭირვებული ბავშვებისათვის. აღნიშნული სიახლე მართლაც რომ დროული აღმოჩნდა ასეთი ბავშვებისათვის.
 არ მინდა ტყუილი ვთქვა, ჩვენი მკითხველების უმრავლესობა დაწყებითი კლასების მოსწავლეები არიან. როგორც სჩანს, წიგნისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ თავისი გაიტანა. Mმაგრამ სასიხარულოა ის, რომ ბავშვები აშკარად მობრუნდნენ მისკენ და ეს სასიამოვნო ტენდენცია, ვფიქრობ, მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება~.
'.$TEXT['print'].'