ოზურგეთელთა და ტალინელთა ერთობლივი კონცერტი
ოზურგეთელთა და ტალინელთა ერთობლივი კონცერტი
ბათუმში საერთაშორისო გამოფენაზე მიწვეულმა ესტონურმა ანსამბლმა `არირამმა~, შინ, ესტონეთში გაბრუნება ცოტა ხნით გადაიფიქრა და წლების წინ ლიტვაში ცეკვის ფესტივალზე დამეგობრებულ ანსამბლ `ფესვებს~ ეწვია.
საღამო სახელდახელოდ დაიგეგმა და მასში ოზურგეთში არსებულმა ყველა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღო მონაწილეობა. ესტონეთიდან კი სამი ჯგუფი: ცეკვის ანსამბლი `არირამი~ , სპეცეფექტებით მდიდარი ჯგუფი `ფანტასტიკ შოუ ~ და გოგონათა ტრიო იღებდა მონაწილეობას.
ადილზე მომქმედმა ყველა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა, თუ ანსამბლმა, ესტონელ სტუმრებს თავიანთი შემოქმედება ფართოდ აჩვენეს. მდიდარი იყო სტუმართა რეპერტუარიც. საღამოს დასკვნით ნაწილში ანსამბლებმა `ფესვებმა~ და `არირამმა~ ქართული ცეკვა `ნარნარი~ ერთობლივად შეასრულეს. გურული ხალხური ანსამბლის `შალვა ჩემოს~ მიერ ესტონურად ნამღერ `სულიკოს~ ტალინური ტრიოს მიერ შესრულებული საგალობელი _ `შენ ხარ ვენახი~ მოჰყვა. საფინალო სიმღერა _ რევაზ ლაღიძის `თბილისო,~ სტუმარმა და მასპინძელმა დარბაზთან ერთად იმღერეს.
ღონისძიების ორგანიზებაში ანსამბლ `ფესვებს~ მხარდაჭერა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა და კულტურის ცენტრმა გაუწია.
'.$TEXT['print'].'