გამოფენა სამხატვრო სკოლაში

გამოფენის დახურვას ესწრებოდა, კულტურის სამსახურის უფროსი, მარინა ჯაფარიძე. ,,არაჩვეულებრივი გამოფენა იყო, ბავშვებმა ძალიან კარგი ნამუშევრები წარმოგვიდგინეს. ვფიქრობ, დროული და საჭიროა მომავალშიც მოეწყოს და ტრადიციად დაინერგოს მსგავსი გამოფენები. ვულოცავ ყველა მასწავლებელს, მშობელს, და მონაწილე ბავშვს, თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ შემოქმედებით საქმიანობაში."_ თქვა ჯაფარიძემ. მანვე ყველა ბავშვს კულტურის სამსახურისაგან გამოფენაში მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა. 
აღნიშნულ გამოფენას ორი მიზანი ჰქონდა. ერთი ის, რომ, დამთვალიერებელს გაეცნო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები და ასევე ეჩვენებინათ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისათვის, რომ სკოლის შენობა ცუდ მდგომარეობაშია და რემონტს საჭიროებს.

'.$TEXT['print'].'