ოზურგეთმა ცნობილ კომპოზიტორებსა და პოეტებს უმასპინძლა

‘’სტუმრად გურიაში’’ ასე ერქვა საღამოს, რომელიც პოეტ ქალბატონს, ნანა ცინცაძეს საინტერესოდ , დახვეწილად , დინამიკაში მიჰყავდა . კონცერტში მონაწილეობას თბილისიდან მოწვეულ ხელოვან სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი ‘’ფესვები’’ , ევროვიზიის ფინალისტი თიკო შარაშენიძე და პროფესიით იურისტი, საოცარი ხმის ტემბრის მქონე , ოზურგეთელი პიროვნება, ლევან ჭელიძე იღებდა.
საღამოზე - რომლის პირობითი სახელწოდება“სტუმრად გურიაში ” იყო , მასპინძელმა და სტუმარმა შემსრულებლებმა ბევრი ლამაზი, მივიწყებული ქართული სიმღერა შეასრულეს. კომპოზიტორებმა, ოთარ ტატიშვილმა და ჯუმბერ ამანათაშვილმა თავიანთი გამორჩეული, მსმენელისათვის განსაკუთრებულად საყვარელი და მელოდიური სიმღერები ‘’გოგოვ გოგოვ შავთვალა’’ და ‘’ჩემი ხარ გჯეროდეს’’ ფორტეპიანოს თანხლებით ააჟღერეს, რითაც დარბაზის აპლოდისმენტები დაიმსახურეს. 
როცა ქვემეხები ქუხან, მუზები დუმანო, _ ამბობენ, თუმცა ქვემეხების ქუხილის მომლოდინე მუზები ჯერ კიდევ დენთის სუნით გაჟღენთილ ქვეყანაში, დუმილს მაინც ლაპარაკს ამჯობინებენ და ამის დასტური ოზურგეთის დრამატულ თეატრში გამართული, გუშინდელი შემოქმედებითად და ემოციურად დატვირთული საღამო გახლდათ. მადლიანი ქართული პოეზიითა თუ მუსიკალირი ბგერებით დარბაზს მშვენიერებასა და სიყვარულზე, სამშობლოსა და მამულიშვილობაზე ჭეშმარიტად ხელოვნებისთვის დამაშვრალი, ქართული სულის ადამიანები ესაუბრებოდნენ.
კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა ემოციებს ვერ მალავდნენ. დარბაზი კი გულწრელ აპლოდისმენტებს არცერთის მისამართით არ იშურებდა.


'.$TEXT['print'].'