24 ივლისს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში პრემიერა, გურამ ბათიაშვილის სპექტაკლზე -"წერილები შვილებს" შედგა
 დასმული პრობლემა, რომელიც მსახიობებს თავიანთი ხელოვნებით მაყურებლამდე უნდა მიეტანათ, ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე, საქმისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე, კანონის უპატივცემულობასა და ფულზე გაყიდულ სინდისზე მიგვითითებს. სამკუთხედად წარმოდგენილი საზოგადოება, აღმასრულებელი ორგანო და მეოთხე ხელისუფლება ერთი ფაქტის ირგვლივ ტრიალებს. ახალგაზრდა წყვილის ფიასკოთი დასრულებული სიყვარულის ისტორია, რომელსაც მსახიობები თეა კეჭაყმაძე და გიორგი დოლიძე შეასრულებენ და ოჯახის შექმინთვის გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი, როცა გოგოს მდიდარი მშობლები სარჩელს აღძრავენ ღარიბი სიძის მისამართით. როცა ფული ყიდულობს სამართალს და ჟურნალისტს. საქმისთვის დამახინჯებულად, არაობიექტურად მიცემულ მსვლელობას კი ახალგაზრდა კაცის დედა და მისი 8 წლით თავისუფლება ეწირება. დინამიური სცენებიდან, ცხოვრების ის ქაოსური კადრები ენაცვლება ერთმანეთს, გამარჯვებული ბოროტების სამართლიანობასთან ჭიდილში რომ გამოიხატება. ცეკვაში კი ასახულია სათქმელი მთელი იმ ორომტრიალისა, ჩვენს ირგვლივ რომაა გამეფებული. სპექტაკლის ბოლოს, სინდისის ქენჯნით შეწუხებული ცრუ მოწმეების მხრიდან დაგვიანებულად აღიარებული დანაშაული და უდანაშაულო დამნაშავის დამახინჯებული ცხოვრება, ერთი მოწოდების სახით იშლება, თუ სადამდე შეიძლება უსამართლობამ მიიყვანოს ნებისმიერი ჩვენთაგანი, მაშინ, როცა გარესამყარო ასეთი მკაცრი, ადამიანები კი ხშირ შემთხვევაში შეუბრალებლები არიან. 
 პრემიერას, თბილისიდან ჩამოსულ თეატრმცოდნეებთან და ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილი და თავად სცენარის ავტორი, გურამ ბათიაშვილი ესწრებოდა

'.$TEXT['print'].'