141 - სეზონი წარმატებული პრემიერით დაიხურა
141 - სეზონი წარმატებული პრემიერით დაიხურა
 რეჟისორმა ოთარ კუტალაძემ ოცდაათი წლის წინათ დაწერილი გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით შემოგვთავაზა სპექტაკლი: ~წერილები შვილებს~.
ეს პიესა ოზურგეთის თაეტრის სცენაზე დაიდგა რეჟისორ ვასილ ჩიგოგიძის მიერ ოცდახუთი წლის წინ სახელწოდებით `სიკვდილის შემდეგ გასაგზავნი ბარათები~.
ამჯერად ბატონმა ოთარმა სულ სხვა ასპექტები წამოსწია წინ, რაც ტავად პიესის ავტორმა სწორ გადაწყვეტილებად შეაფასა.
სპექტაკლი სხვა ნოვაციებითაც გამოირჩევა, რაშიც ჩვენი ერთგული მაყურებლების ნაწილი უკვე შემოდგომაზე, 142-ე თეატრალურ სეზონზე დარწმუნდება. პრემიერა სრული ანშლანგით წარიმართა. ოზურგეთის თაეტრის პარტერსა და იარუსებზე 600-მდე მაყურებელი იჯდა.
დიდი მადლობა ოზურგეთელ თეატრალებს, ჩვენი პატარა ქალაქის ასეთმა პრემიერამ დედაქალაქელი სტუმრები სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა. პრემიერა მოიწონეს ავტორმა ბატონმა გურამ ბათიაშვილმა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა, კრიტიკოსებმა...
გურამ ბათიაშვილი: ` - ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რომ რეჟისორმა თავისი მოფიქრებული სცენებით განაზოგადა პრობლემა. ძალიან მომეწონა მთავრი როლის შემსრულებელი ქალბატონი ბელა კიკვაძე, ძალიან კარგი იყო და ბევრი სხვა რამდენიმე ადამიანი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.  
სამწუხაროდ, ჩვენს თეატრალურ რუქაზე ოზურგეთის თეატრის ვარსკვლავი ჩამქრალია, ჩამქრალი იყო. ამიტომ, მაინცდამაინც გახარებული არ დავრჩენილვარ, როცა ამ პრემიერაზე მოწვევა მივიღე ბატონი ზაზასაგან. ჯერ ერთი, ოცდაათი წლის წინ დაწერლი პიესაა, ადრე რომ მცოდნოდა იგი იდგმებოდა, მე რაღაცას შევცვლიდი სცენარში, მეორეც _ შემოქმედებითი ძალების განვითარების თვალსაზრისითაც რთული პროცესები მიდის რეგიონებში. მაგრამ, რაც Dღეს ვნახე, ძალიან კმაყოფილი ვარ და წუხილის საბაბი ამ საღამოს არ მაქვს.~ 
მაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე:
` _ დღეს მე პირველად ვარ ამ თეატრში, თუმცა მისი არაერთი მისი სპექტაკლი მინახავს მაშინ, როცა თბილისში ტარდებოდა ფესტივალები. თუ არ ვცდები იმ პერიოდში თეატრის ხელმძღვანელი იყო ვასიკო ჩიგოგიძე. გულწრფელად ვამბობ, რომ დღევანდელი დღე იყო ჩემთვის დღესასწაული. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვარ პრემიერაზე და თითქოს სავალდებულოა რაღაც კარგი და თბილი თქვა. მე მეჩვენება, რომ ბოლო წლებში ქართველმა კაცმა დაკარგა ყველაზე მთავარი თვისება – სიკეთის ნიჭი. თითქოს გავხდით უფრო აგრესიულები, დაუნდობლები. დღევანდელი სპექტაკლი იყო გაკვეთილი სიკეთისა და ზნეობისა, რაც ასე მოგვნატრებია. ჩვენი თანამედროვეეები ხშირად გვიმტკიცებენ, რომ თეატრი მხოლოდ პროვოკაციაა. ამ სპექტაკმა დაგვანახა, რომ ეს ასე არაა. აქ მთავარი ის კი არ იყო, რაც თვალს მოგწყვეტდა და უცებ ემოციურად აგაფორიაქებდა, არამედ მთავარი იყო ზნეობა, დედის სახე. ქალბატონმა ბელამ ეს მართლაც გენიალურად მოახერხა. მე მთელი ამ სპექტაკლის მანძილზე ვხედავდი ქალს, რომელიც ანათებდა სცენიდან, რომელიც გარწმუნებდა, რომ ქალს და მითუმეტეს ქართველ ქალს, შეუძლია გადაარჩინოს სამყარო. მით უფრო, რომ ჩვენს ცნობიერებაში ისე მოხდა, რომ საუკუნეების მანძილზე ქალი იყო ყოველთვის გადმრჩენი, მახსენდება დიდი დედები: შუშანიკი, ქეთევანი თუ სხვა. 
ბრწინვალე იყო ბატონი გურამის ბოლო მიგნება, როცა დედა კიდევ ერთხელ უტოვებს შვილს, უნაწილებს სიცოცხლისადმი თავის სიყვარულს. ეს იყო ყველაზე მნისშვნელოვანი და ამაღელვებელი ამ სპექტაკლში. ეს უკვე დრამატურგის დიდი გამარჯვება არის. მიხაროდა, რომ დარბაზი იყო გადაჭედილი, რომ მსახიობები არ გრძნობდნენ თავს მიტოვებულად. ასეთი ზნეობრივი სპექტაკლები ყველამ უნდა ნახოს. 
ხელოვნებას უდიდესი როლი აქვს. ამის მაგალითი დღევანდელი დღეც არის ერთ პატარა რაიონში შედგა ზნეობის გაკვეთილი ექვსასი კაცისათვის. შეუძლებელია ერი იყოს სრულყოფილი თავისი კულტურის გარეშე. ზალიან დიდი ქვეყნები აღმოჩნდა ბოლოს განწირული იმის გამო, რომ რომ მათ სულიერი ფასეულობები ვითომ უარყვეს. ამიტომაც არის თვითმკვლელობები, ძალადობები თითქოს განვითარებულ ქვეყნებში. ~
მიხეილ ნანიკაშვილი, ისრაელის ქართული თეატრის დამფუძნებელი და რეჟისორი (1962 წელს მუშობდა ოზურგეთის თეატრში): ` _ ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩამოვედი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან კარგი სპექტაკლია, ეს შემდგომში კიდევ დაიხვეწება. ბრწინვალე სპექტაკლია ამ დაფინანსების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. წარმოუდგენელია 280 ლარით ოჯახი როგორ უნდა აცხოვროს მსახიობმა? არადა, ეს ისეთი პროფესია, სხვა საქმეს ვერ გააკეთებს მსახიობი. ვულოცავ ოზურგეთის თეატრს წარმატებულ პრემიერას.~
ბელა ქებურია, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი: ` _ შთაბეჭდილებები ნადვილად მაქსიმალურია, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ქალბატონი ბელა კივაძის შესრულება _ მისი ხმა, ემოციები... გურამ ბათიაშვილი ცნობილი დრამატურგია. მისი ოცდაათი წლის წინ დაწერილი პიესა დღესაც აქტუალურია, ანუ პრობლემები არ იცვლება. ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ. მოხარუ.ლი ვარ, მილოცავ თეატრს, მთელს კოლექტივს, ვულოცავ ოზურგეთსაც და რაც მთავარია, სპექტაკლის რეჟისორს, ბატონ გურამს.
გუბაზ მეგრელიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი: ` _ ეს არის საკმაოდ ძველი პიესა. ეძღვნება ზნეობრივ პრობლემას, ახალგაზრდობის და საზოგადოების მორალურ ყოფას. როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი, რა ზნეობრივი კრიტერიუმებით უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაზე. იშვიათია საქართველოში შემთხვევა, რომ თეატრი ერთსა და იმავე პიესას უბრუნდებოდეს. ეს რადგან მოხდა, ესე იგი თეატრმა დაინახა მასში აქტუალობა. მით უმეტეს მსგავსი შემთხვევა ოზურგეთშიც მომხდარა. ამას გარდა დასმულია საკითხი სამართლიანობის, სასამართლო ხელისუფლების შესახებ, მორალური მხარე, ახალგაზრდების სიყვარულის მიმართ მშობლების ხელოვნური ფონის შესახებ, რაც ახალგაზრდის უსაფუძვლოდ დაჭერის მიზეზი გასდა. წინ წამოწეულია თემა, რომ ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში უსამართლოდ. ეს ძალიან აქტუალურია და კარგია, რომ ამ დადგმაში სწორედ ეს მხარე არის წინ წამოწეული. ძალიან კარგია, რომ ახლა აქცენტები შეცვლილია. 
ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მსახიობთა თამაშმა. აქ არ იყო ყალბი თამაში, ყველა იყო გულწრფელი, ემოციური მუხტი მსახიობიდან გადადიოდა მაყურებელზე.. ეს ემოცია აიტაცა დარბაზმა, მისი რეაქცია იყო სწორი. Mმნიშვნელოვანია, რომ თეატრი აღელვებს მაყურებელს. სავსე დარბაზი რაიონში იშვიათი სანახავია. Kმაყურებელს უყვარს თეატრი და ეს მისასალმებელი და განსავითარებელია. რაც შეეეხება მსაობთა თამშს, ძალიან საინტერესო იყო მთავრი როლის შემსრულებლები... ძალინ საინ­ტრერესოა ქალბატონი ბელას დედის სახე, ჰქონდა ფსოქოლოგიური წიაღსვლები გარემოცვასთან დაკავშირებით, იყო ემოციური. ახლაგაზრდები _გიორგი დოლიძე და თეა კეჭაყმაძე _ ახალგაზრდობის მიუხედავად სცენური მოძრაობა, პარტნიორთან ურთიერთობაიყო კარგი, თუ თეასთან გააგრძელებენ მუშაობას რეჟისორები, თუ განვითარდება შემდგომში, იმუშავებს საკუთარ ტავზე, მისგან სერიოზული მსახიობი დადგება. ეს მისალმებელი იქნება და თეატრს ეყოლება მომავალი ცვლა..~
მარინა ჯაფარიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის უფროსი: ` _ არაჩვეულებრივი პრემიერა იყო, ბელა იყო ბრწყინვალე და საერთოდ, ასეთი ზნეობრივი სპექტაკლები უნდა იდგმებოდეს, დღეს იყო ზნეობის, ხელოვნების ზეიმი. ყოფილიყოს სამრთლიანობა ჩვენს ქვეყანაშიც და არა მარტო სცენაზე. ვულოცავ ოზურგეთის თეატრს წარმატებულ პრემიერას. ~
თეატრი ცოცხალი ხელოვნებაა და იგი ვერ იბრწყინებს მაყურებლის გარეშე. ოზურგეთის თეატრი შემოდგომაზე ისევ შემოგთავაზებთ სპექტაკლს ~წერილები შვილებს~, პრემიერაზეც მოგიწვევთ და იმედია სასიამოვნო სიურპრიზებსაც შესთავაზებს მშობლიური ქალაქის საზოგადოებას. 

ოზურგეთის სახელმწიფო დარმატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური


'.$TEXT['print'].'