ქართული პოლიფონია ფრანგმა მსმენელმა მსოფლიო საოცრებას შეადარა
ქართული პოლიფონია ფრანგმა მსმენელმა მსოფლიო საოცრებას შეადარა
 მაშინ ლიონის ტელევიზია, გურული სიმღერების მსმენელთა და მაყურებელთა ემოციებს და შეფასებებს მუდმივად აშუქებდა. წამყვან გაზეთებში სტატიები მთელი კვირის მანძილზე იბეჭდებოდა. ფრანგებმა ეს კულტურული განძი, იმ მდიდარი ემოციების გამომწვევ მოვლენად მიიჩნიეს, რასაც ადამიანი პირამიდის დათვალიერების დროს განიცდის და მოსმენილი მსოფლიო საოცრებათა რიგში ჩააყენეს. ლიონის გარდა მაშინ კონცერტი შავნაბადელებმა საფრანგეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს. მსმენელები კი პოლიფონიას დღესასწაულად აფასებდნენ. 
 ანსამბლის ფრანგულ გასტროლებამდე კი ყველაფერი იქედან დაიწყო, როცა შარშან სწორედ აგვისტოს ომის დღეებში ორი ფრანგული ანსამბლი ლანჩხუთს კლიმანჭურის შესასწავლად სტუმრობდა და ის რაც მანამდე იცოდნენ და კიდევ ისიც, რაც გურული "მხედრებისგან" ისწავლეს ლანჩხუთის თეატრში ააჟღერეს. კორსიკელები მაშინ ომის დროს გამოჩენილმა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ და მასპინძლობამ გააოცა. ქართული ფოლკლორული სიმღერის სიყვარულმა კი, საფრანგეთი და ანსამბლი შავნაბადა კულტურის ამ საოცარი სფეროთი საკმაოდ მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთს. მომავალში ანსამბლს საფრანგეთში კიდევ ერთი გასტროლი აქვს, სადაც პოლიფონიის განსაკუთრებულობას უკვე სრული, 14 კაციანი შემადგენლობით გააცნობენ მსმენელს. "შავნაბადელებთან" ერთად გასვლით კონცერტებში ლანჩხუთის ანსამბლ "მხედრების" მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას,. ორივე ანსამბლს ერთი საერთო-ლანჩხუთი აქვთ. "შავნაბადას" ხელმძღვანელი დათო ცინცაძე წარმოშობით ლანჩხუთელია და ახლო ურთიერთობა მშობლიურ კუთხესთან და აქაურ "მხედრებთან" არასოდეს გაუწყვეტია.  

'.$TEXT['print'].'