უცხოელი ახალგაზრდები ურეკში დოკუმენტურ ფილმს გურულ ხაჭაპურზე იღებენ
უცხოელი ახალგაზრდები ურეკში დოკუმენტურ ფილმს გურულ ხაჭაპურზე იღებენ
"პროექტი, რომელზედაც ამჟამად მიდის მუშაობა , საკმაოდ სერიოზულ როლს ითამაშებს საიმისოდ, რომ გურია და გურული ხალხის ცხოვრების წესები მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის ცნობადი გახდეს. მუშაობა დაწყებულია იმ კუთხითაც, რომ, რაც შეიძლება მეტი მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელება მოხდეს, გერმანია კი შეიძლება ითქვას მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება ჩვენი ქვეყნის, რომ ამ კუთხით ახალგაზრდების გააქტიურებას რეალურად შეუწყოს ხელი."-ასეთ შეფასებას პროექტის მნიშვნელობაზე "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" ხელმძღვანელი, კახაბერ ლომაძე აკეთებს. 
გურიაში უცხოელი ახალგაზრდების ჩამოსვლა მნიშვნელოვან იდეას უკავშირდებოდა, 3 ქვეყნიდან ჩამოსული 7-7 წარმომადგენლის და ორიც ქართველი გოგონას, რომლებიც ძირითადად ინტერვიუერების როლს ითავსებდნენ, ჯგუფური მუშაობის შედეგად გურული ცხოვრების წესები და დეტალები მსოფლიოს უნდა გააცნონ. ნანახზე და გაგონილზე მათი შეხედულებები, შთაბეჭდილებები და შეფასებები სამი მიმართულებით ჩამოყალიბდა: მათ შორის "ზღვა და მისტერია", "გურული ქალები" და "ხაჭაპური" კადრებში აღწერენ და ინფორმაციულადაც ჩამოაყალიბებენ ყველაფერს, რაც აქამდე არავის უთქვამს და რომელ დეტალებზეც ყურადღება ჯერ არავის მიუქცევია. "ალბათ მკითხავთ, რატომ მაინცდამაინც გურია?- გეტყვით, რომ ეს შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. ეს არის კუთხე, რომლის შესახებაც საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა ჩვენს ქვეყნებში, ფაქტიურად არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ინტერნეტით ხელმისაწვდომი იყოს ამ ლამაზ კუთხეზე რაიმე ინფორმაციის მიღება. ჩვენზე, რომლებიც აქ უკრაინიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოვედით, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა არა მარტო ამ სილამაზემ, არამედ, გაგვაოცა აქაურების სითბომ, სტუმართმოყვარეობამ, გახსნილმა საუბარმა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ისევ მოგვეცეს შესაძლებლობა აქ დაბრუნების, ულამაზესი ადგილები გაქვთ. დავაგროვეთ მასალები, რომლითაც გაკეთდება სრულმეტრაჟიანი ფილმი ამ საოცარი სილამაზის მხარეზე და ეს არ იქნება, რაღაც ძალიან ჩვეულებრივი. ის ქვეყნები, რომლებიც ამ ფილმს ნახავენ დეტალური ინფორმაცია შეექმნებათ გურიაზე. ფიქრობ, ამით სერიოზულ სამსახურს გაგიწევთ." "პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულებს გუნდურად გვემუშავა და ჩვენი შთაბეჭდილებები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, ეს ორმაგად კარგი იყო, იმიტომ, რომ გამოცდილების გაღრმავება მოვახერხეთ და მეორეც, რამდენიმე ადამიანის თვალით დანახული და აღწერილი, უფრო საინტერესოდ იქნება გაშლილი კადრებშიც და ინფორმაციაშიც."-ეს იმ უცხოელი ახალგაზრდების მოსაზრებაა, რომლებიც ,,ურეკს’’ პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ. 
გვითხრეს, რომ არატიპიურად, ნოვატორულ-ინტერპრეტირებულად იმ ადათების და წესების გაშლის მეთოდებზე მუშაობენ, რაც განსხავევებულად ეფექტურ წარმოდგენებს შეუქმნის მნახველს, გურია კი, როგორც თავად ამბობენ, ისევე ცნობადი კუთხე გახდება უცხოელისთვის, როგორც დღეისთვის დავუშვათ თბილისი ან ბათუმია. არჩევანიც სწორედ ამიტომ გაკეთდა, აგვიხსნეს, რომ ამ კუთხით დაინტერესებულ პირებს ან ტურისტებს, რომლებსაც აქამდე ხელი არ მიუწვდებოდათ ინფორმაციაზე გურიის შესახებ, შესაძლებლობა ექნებათ უფრო ფუნდამენტურად და რეალურად აღიქვან ეს კუთხე და გურული ხალხი, რომელთა სტუმართმოყვარეობით, გახსნილი ხასიათით, მდიდარი იუმორით და ზღვისა და მთის საოცარი სინთეზით თავადაც საოცრად მოიხიბლნენ. 10 დღიანი დატვირთული სამუშაო გრაფიკი 18 სექტემბერს დასრულდა. მოპოვებული მნიშვნელოვანი ინფორმაციები და პატარ-პატარა საიდუმლოებებით გამდიდრებული კადრები უკვე სხვადასხვა ქვეყნებში ჰპოვებს ასახვას. გვითხრეს ისიც, რომ შემდგომი ურთიერთობებისთვის სერიოზული მუშაობა უკვე საწყის ეტაპზეა და განვითარებას მომავალში აუცილებლად ჰპოვებს, ისევ გურიაში და გურული ტრადიციების კიდევ უფრო მეტი სიღრმისეული შესწავლით. 


'.$TEXT['print'].'