გურულებისათვის მიძღვნილი კონცერტი
გურულებისათვის  მიძღვნილი კონცერტი

 კონცერტის ჩატარების წინაპირობა კი გურიის გუბერნატორთან გამოგზავნილი ბარათი გახლდათ: "ჩვენ, ქართული კულტურის წარმომადგენლებს, რომლებიც გენეტიკითა და ფესვებით მოვდივართ გურიის წიაღიდან, გვაქვს სურვილი, ჩავატაროთ კონცერტი ქალაქ ლანჩხუთის ცენტრალურ მოედანზე.
კონცერტის ჩატარების იდეა კი, როგორც თვითონ ხუმრობდა "დედითა და მამით გურულ მომღერალს", ანსამბლ "ივერიის" წევრ ნუგზარ კვაშალს დაებადა.
"ნანა ცინცაძის დახმარებით შევეცადე, შემეკრიბა და დავკავშირებოდი კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომელსაც რაიმე, მცირედი კავშირი მაინც აქვს გურიასთან და გურულებთან. დავუკავშირდით - დედით, მამით, მეუღლით და თქვენ წარმოიდგინეთ სიდედრით გურულ ქართველ ხელოვანებს. საკმაოდ სრული სია გამოგვივიდა. გურიის ხელისუფალთ წერილი გამოვუგზავნეთ, მცირეოდენი მხარდაჭერა ვთხოვეთ, რაზედაც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ. იდეასაც ფრთები შეესხა და ჩვენ გურიაში ვიმყოფებით.
მინდა გითხრათ, რომ მე დედით, მამით, სულით, გულით გურული გახლავართ. დიდი ხანია მინდოდა მოვფერებოდი ჩემს მშობლიურ მხარეს, გურულ ხალხს. მგონი კარგი საღამო გამოგვივიდა."- გვითხრა ნუგზარ კვაშალმა.
კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა სახეებმა მიიღეს, როგორებიც : ნუგზარ კვაშალი, ეკა კვალიაშვილი, ვახტანგ ტატიშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ზურა მანაგაძე, ბიძინა მახარაძე, ნანა ცინცაძე, კაკო ვაშალომიძე, ბესო კალანდაძე, ნოდარ ნიკოლაიშვილი გახლავთ სამ საათზე მეტხანს გასტანა და ფეიერვერკებით დასრულდა.  


'.$TEXT['print'].'