ოზურგეთის დრამატულმა თეატრმა 142-ე სეზონის ნომინაციებში გამარჯვებული მსახიობები გამოავლინა
ოზურგეთის  დრამატულმა თეატრმა 142-ე სეზონის ნომინაციებში გამარჯვებული მსახიობები გამოავლინა
 კვირეულის მიმდინარეობისას ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ხუთ ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი გამოევლინა. ნომინაციები ასე გადანაწილდა: ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი - ბელა კიკვაძე, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი - ალექსანდრე ლომიძე, ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი - ნინო ჯუღელი, მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელად ხმების თანაბარი რაოდენიბის გამო დასახელდა ორი მსახიობი - ვანო ჩხაიძე და მამუკა გაგუა, მაყურებელთა სიმპათია დებიუტანტი გიორგი დოლიძე გახდა.
კვირეულში წამოდგენილი სპექტაკლების მონაწილე მსახიობებისთვის თეატრის მმართველობამ ხუთი პრიზი დააწესა. სპეციალური პრიზი დაიმსახურა თემურ კვირკველიამ, ყველაზე აქტიურ მსახიობ ქალად თეა კეჭაყმაძე დასახელდა, მაყურებელთა ოვაცია ვალერიან კანთელაძე გახდა, ხანდაზმული მსახიობი ქალი - მარგარიტა ავაქიანი, ხოლო ხანდაზმული მსახიობი მამაკაცი - ჯემალ კეჭაყმაძეა.
კვირეულში მონაწილე თვრამეტი მსახიობიდან, თერთმეტი 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს დაჯილდოვდება. 
კიდევ ერთი სასიხარული ინფორმაცია თეატრის მოყვარულებისთვის, კონკურსში, რომელიც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა ოზურგეთის თეატრმა გაიმარჯვა და გრანტი მოიპოვა, რაც ახალი სპექტაკლის დადგმას ითვალისწინებს. პოლიკარპე კაკაბაძის ,,ყვარყვარეს,” რომლის რეჟისორიც შოთა ბაბილოძეა თეატრი მას უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენს. პრემიერა მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში შედგება.


'.$TEXT['print'].'