ზაზა ურუშაძე ოსკარზე წარადგინეს
ავტორი: გურიის მოამბე
ზაზა ურუშაძე ოსკარზე წარადგინეს

 

ორი ქართული ფილმი ოსკარზე წარსადგენ 9 ნამუშევარს შორის მოხვდა. ამერიკის კინოაკადემიის მიერ უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციისთვის შედგენილ სიაში ზაზა ურუშაძის „მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული" შევიდა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოსკარზე წარსადგენ ფილმებს შორის ორია ქართული.

"კურიერთან" რეჟისორები ამბობენ, რომ ეს ქართული კინემატოგრაფიის წარმატებაა.

გიორგი ოვაშვილის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო მისი ფილმის "ოსკარზე" წარდგენა და ამის შესახებ მან გერმანელი პროდიუსერისგან შეიტყო.

"ეს არის დადასტურება იმისა, რომ დღეს ქართული კინო აღმავლობის გზაზე დგას და ვითარდება," - აცხადებს გიორგი ოვაშვილი.

ზაზა ურუშაძეც ასევე მიიჩნევს, რომ 83 ფილმიდან შერჩეულ 9 ფილმში 2 ქართველი რეჟისორის ნამუშევრის მოხვედრა განსაკუთრებული ფაქტია.

საქართველოს სახელით ამჯერადაც "სიმინდის კუნძულია" წარდგენილი. კოპროდუქციით შექმნილი "მანდარინები" კონკურსში მონაწილეობას ესტონეთის სახელით იღებს.

საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის 5 ნომინანტს აკადემია 2015 წლის 15 იანვარს დაასახელებს. დაჯილდოვების ცერემონია კი 22 თებერვალს გაიმართება, სადაც გაირკვევა საბოლოო გამარჯვებული.  

http://rustavi2.com/ka/news/5937

'.$TEXT['print'].'