"აცაურა" გასტროლებისათვის ემზადება
 როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, დალი წიტაიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბატონი ბადრის საპატივცემულოდ მალე სოფელში კონცერტი გაიმართება, რომელზეც, როგორც რეგიონის, ასევე რაიონის ხელმძღვანელობის მიწვევას გეგმავს. კონცერტზე ქალბატონი დალის მიერ გაცოცხლებულ 12 ძველ სიმღერასთან ერთად, ანსამბლი ახალ სიმღერებსაც შეასრულებს. "-დიდი გულისხმიერებით ველოდები ამ კონცერტს და ვემზადებით ამისთვის. ბატონმა ბადრიმ უდიდესი საქმე გააკეთა ჩვენი სოფლისთვის. გვყავს არაჩვეულებრივი მოძღვარი, მამა გაბრიელი, რომელმაც ჩვენს ხალხს ღვთის რწმენა და სიყვარული დაუბრუნა, რაც მამა გაბრიელთან ერთად, ბატონი ბადრის დიდი დამსახურებაა". -განაცხადა ჩვენთან საუბარში ქალბატონმა დალიმ.
 აცანის კულტურის სახლმა ფუნქციონირება 2009 წლის მარტიდან განაახლა. კულტურის სახლი ანსამბლის წევრებთან ერთად ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება. სულ მალე "აცაურას" კომპაქტდისკსაც ვიხილავთ. მანამდე კი ქალბატონი დალის თაოსნობით სოფელ აცანაში ქართულ ხალხურ სიმღერებს მომავალი თაობები სწავლობენ. 


'.$TEXT['print'].'