მოძრაობა "სამართლიანი საქარველოსათვის" ოფისში პრესკონფერენცია მოახლოებულ ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით გაიმართა
 აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიაში თვლიან, რომ წინა წლების მსგავსად გლეხს წელსაც რომ არ მოუხდეს ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩენა დროულად უნდა გადაიდგეს ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, სახელმწიფომ უნდა შეამციროს სარეალიზაციო პროდუქციაზე საბაჯო გადასახადები და გამოყოს სუფსიდიები, ასე უფრო გაადვილდება და მოსახერსებელი გახდება ციტრუსის გასაღება. არის კიდევ ერთი გამოსავალი თუ გამეორდება კახეთის მაგალითი, როცა ყურძნის გატანა სხვადასხვა რაიონში ორგანიზებულად მოხდა და ციტრუსის მთელტერიტორიაზე რეალიზაცია მოხდება.
მოძრაობა ერთიანი საქართველოს ოფისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული პასუხებიც გაგვაცნეს. რა ბედი ეწევა წლევანდელ მოსავალს ზუსტად არ იციან, თუმცა ამბობენ რომ პავილიონები რომლებიც წინა წელს ციტრუსს იბარებდა ამ სეზონზე ფუნქციონირებას რიგი მიზეზების გამო ვერ განაახლებს, აქაც პრობლემას ისევ რეალიზაცია წარმოადგენს. საუბარია ასევე მოწეული მოსავლის აჭარაში გადატანასა და იქ გასაღებაზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ აჭარის რეგიონს ციტრუსი თავისიც საკმარისი აქვს. 


'.$TEXT['print'].'