"პიონერფილმმა" და ლანჩხუთელმა მოსწავლეებმა გურულ იუმორზე და ენამახვილობაზე ერთობლივი ფილმი გადაიღეს
აღნიშნული იუბილის ფარგლებში გამოცხადებულ ფესტივალზე ლანჩხუთელმა პატარებმაც მიიღეს მონაწილეობა. გიმნაზიის აღსაზრდელები კონკურსზე დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმით -"ერთი დღე სასულიერო გიმნაზიაში", წარსდგნენ.  პატარების მიერ შექმნილმა ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ ფესტივალის ორგანიზატორებისაგან სხვადასხვა სახის ჯილდო და პრიზი ერგოთ. იუნესკოსკომ კი, ლანჩხუთელი პატარა კინომოყვარულები სპეციალური პრიზით - ოქროს მედლით დააჯილდოვა.
"პიონერფილმის" ხელმძღვანელმა და გიმნაზიის პრორექტურამ ერთოვლივი ფილმის გადაღების იდეა იქვე, ფესტივალზე განიზრახეს. იდეის განხორციელება კი, რამდენიმე დღის წინ, უკვე ლანჩხუთში შესძლეს.
"პიონერფილმის' ხუთდღიანი სტუმრობა გურიის ერთ-ერთ გამორჩეულ, კოლორიტულ რაიონში მეტად ნაყოფიერი გამოდგა. თავდაპირველად პატარა კინომოყვარეულებმა საკუთარი ფილმების ჩვენება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებში მოაწყვეს. ბოლო ლუკმად კი, გიმნაზია მოიტოვეს. ფილმების პრეზენტაციას დამეგობრებული ბავშვების მიერ ერთობლივად შესრულებული ჰიმნი მოჰყვა, უკვე მოგვიანებით კი, "პიონერფილმისა" და გიმნაზიის აღსაზრდელები ფილმის გადაღებას - გურულ იუმორზე ერთობლივად შეუდგნენ.  


'.$TEXT['print'].'