თვითნასწავლი მხატვრის უკვდავი ეთნოგრაფია
 სულით ხელოვანი ქალბატონის შემოქმედებითი მოღვაწეობა, ბავშვობის ასაკში, შვიდი წლიდან დაიწყო. თურმე ძალიან ცელქი და მოუსვენარი მოსწავლე, პედაგოგებს ყოველთვის აოცებდა თავისებური ხედვითა და განსაკუთრებული ფანტაზიის უნარით, რასაც სხვადასხვა ნივთების გაფორმებასა და გალამაზებაში, მინიატურულ ნაკეთობებში ოსატატურად გადმოსცემდა. 
 შემდეგ უკვე პროფესიით პედაგოგი, სხვადასხვა ღონისძიებებში ან მინი სპექტაკლებში, თავისებური ხედვით განსაკუთრებულს ხდიდა წარმოდგენებს, ყველაფრის პარალელურად კი, ხატვისა და ხალხური რეწვის სიყვარულს ფუნდამენტურად ნერგავდა თავის მოსწავლეებში. გამორჩეულ ყურადღებას ეთნოგრაფიული კუთხით მუშაობას უთმობდა, რაც გამოფენებზე ყოველთვის ატყვევებდა დამთვალიერებელს, რადგან შინაარსობრივად დატვირთულ ნამუშევრებში გურული ხალხის ყოფა და ტრადიციები, მათი სულიერება ნათლად იკითხებოდა. სამყაროს აღქმის მხატვრული განსახიერება,.Bბროლიასეული ხედვით შექმნილი გურული ოდა, წისქვილი, ღობე თუ ნალია, უამრავ გამოფენებში გურულ კუთხეს მიმზიდველობას მატებდა,Yყველაფერი საოცრად ნატიფი და სათუთად შექმნილი ჰქონდა. ხალხურ რეწვაში პიონერსაც უწოდებდნენ_ესკიზების ჟანრში გამორჩეულად კარგ ოსტატს, რადგან ნივთების საოცარი კუთხით წარმოჩენა და ფერტა ულამაზესი გამის შექმნა შეეძლო. ქმნიდა ყველაფრისგან: ყვავილებისგან, ხის ტოტებისგან, ნაჭრებისაგან, ფერადი ქაღალდებისგან და მისი გამოყენებითი, სამრეწველო, მოხმარებადი ხელოვნების ელემენტები ინდივიდუალურობისა და მაღალ მხატვრულ დონეზე შესრულების სანიმუშო მაგალითები ხდებოდნენ, დახვეწილი გემოვნება და ესეტიკა ბუნებაში ორიგინალური ნიმუშების მოძიების და მათთვის დახვეწილი სახის მიცემის შესაძლებლობას აძლევდა.. 
თვალშისაცემი იყო მუდამ თვითნასწავლი მხატვრის ხელოვნება და ამიტომაც მრავლობითია გამოფენატა რიცხვი, ქ. ტულაში, ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, სადაც საპატიო ადგილს იკავებდნენ მისი ნამუშევრები. 
 და ამ ყველაფერს ქმნიდა და აცოცხლებდა ისე, რომ ყურადღებას არავის აკლებდა, დრო ყველასთვის ჰყოფნიდა. სამი შვილისთვის, (რომელტა გაზრდაც მარტოს, სრულიად ახალგაზრდას მოუწია, როცა სიკვდილმა საყვარელ მეუღლეს სამუდამოდ დააშორა). შვილიშვილებისთვის, (რომელთაგან ერთი გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მისი ცხოვრების ყველაზე მტანჯველ ტკივილად იქცა) და შვილთაშვილებსაც. უსაზღვრო სითბოს გასცემდა ყველას მიმართ, დიდ სიყვარულს. ეტრფოდა პოეზიას. დაუტოვა ყველას სანიმუშო ხელოვნება, წლების მანძილზე ოდნავ ფერგადასული ხელოვნების ნიმუშები და დიდი სახელი, რომელიც ყველას, ვინც საოცარ ბროლიას იცნობდა, მუდამ გაახსენებთ სპეტაკ, ნიჭიერ, დიდი იუმორისა და ინტელექტის მქონე დიდებულ ქალბატონს, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის დახვეწილ ხელოვნებას ფლობდა.  


'.$TEXT['print'].'