კინოთეატრ "ოზურგეთში" მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი "მე-ადამიანი" ჩატარდა
 დოკუმენტურ ფილმთა ციკლი, რომელიც ცხოვრებისეულ, განსაკუთრებით მტკივნეულ და აქტუალურ პრობლემებს აერთიანებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია გადაღებული და ძირითადი მიმართულება და აქცენტირება საზოგადოებაში არსებულ კონფლიქტებზე, სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და ზოგადად ყველაფერ იმ ნეგატიურზე კეთდება, რაც საკმაოდ მძიმედ აისახება ჩვენს ყოფასა და არსებობაზე. 
 სამდღიანი კინოფესტივალის პროგრამამ ყოველდღიურად ერთი სრულმეტრაჟიანი და ერთიც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოიცვა, რომლის შუალედებშიც დაგეგმილ დისკუსიებში დარბაზში შეკრებილი საზოგადოება წარმოდგენილ პრობლემებზე საკუთარ აზრს და შეხედულებებს აფიქსირებდა. ხდებოდა ფილმში გადმოცემული ყოველდღიური პრობლემების ანალიზი, რომელსაც ნებისმიერი ქუჩაში, სკოლაში, სახლში ან დაწესებულებაში წააწყდება.
კინოფესტივალი, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა, საერთო ჯამში სულ ექვსი ფილმის ჩვენებით შემოიფარგლა. ამერიკელი, ბელგიელი, ხორვატელი, კანადელი და ებრაელი რეჟისორების მიერ დანახული მსოფლიოს ხალხის ყველაზე მძიმე და მტკივნეული პრობლემები, ცხოვრებისეული ყოფა და მდგომარეობა, იმ არსებულის რეალურ სურათს ხატავდა, რაც ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ნაცნობი და დამაფიქრებელია. 


'.$TEXT['print'].'