IV-VIII საუკუნეების ციხე-ქალაქის ბედით ოზურგეთის რაიონული პროკურატურა დაინტერესდა და აქცია გამართა
IV-VIII საუკუნეების ციხე-ქალაქის ბედით ოზურგეთის რაიონული პროკურატურა დაინტერესდა და აქცია გამართა
აქციის მონაწილეებმა ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორია დაასუფთავეს და ღია ცის ქვეშ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარეს ადრექრისტიანული ხანის ციხე-ქალაქის და შესაბამისი ისტორიული ეპოქის შესახებ.
ამავე დღეს დამონტაჟდა ორი საინფორმაციო აბრა: ერთი ტრასაზე, რომელიც იქნება ნაქალაქარის მიმართულების მანიშნებელი და მეორე – უშუალოდ ძეგლის ტერიტორიაზე, რომელზეც გადმოცემულია მოკლე ისტორიული ცნობები ციხე-ქალაქის და სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობის შესახებ. აბრები დაამზადა შპს ,,გზამშენი 18”-მა, რომლის დამო-ნტაჟებაშიც უშაულო მონაწილეობას აქციის მონაწილეებთან ერთად, ამავე შპს-ს ხელმძღვანელი თემურ ჯახვაც ღებულობდა.
როგორც აქციის ორგანიზტორები აცხადებდნენ, აქციის მიზანი იყო უპირველესად, ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების გააქტიურება გურიაში არსებული ამ უნიკალური ძეგლის მიმართ, რომლის შემდგომი გადარჩენა-რეაბილიტა-ციისათვის აუცილებელია ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება. 
რაიონის პროკურორმა, ილია ჯალაღონიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ, სწორედ აღნიშნული აქციით შეეცდება მოახდინოს ამ ისტორიული ძეგლის პოპულარიზაცია ,,სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამინმა თუ იცის ვაშნარის ნაქალაქარის შესახებ, დარწმუნებული ვარ ამ ადგილზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების საფუძველზე, ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიული მასალა იქნება მოპოვებული, ამიტომ პირველ ეტაპზე უმთავრესია არქეოლოგიური გათხრების დაწყება”
აქციის ორგანიზატორებს დავესესხები და ვიტყვი, რომ მართლაც თუ ცოტა ადამიანმა იცის ეს ისტორია. აქედან გამომდინარე უფრო კონკრეტულად კი მკითხველთა ინფორმირებისთვის მცირედი ინფორმაცია ძეგლის შესახებ
ძეგლის უნიკალურობიდან გამომდინარე, მისით დაინტერესება სამეცნიერო წრეებში დიდი იყო ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში. მეცნიერების აზრით, ციხე-ქალაქი აიგო IV საუკუნეში. ქალაქს სამი მხრიდან იცავდა მდინარეები, აღმოსავლეთის მხრიდან კი შემოვლებული ჰქონდა ქვითკირის მაღალი ორმაგი ზღუდე, ყოველ 40 მეტრზე დატანებული გოდოელიბით(5X5)სასიმაგრო კედელი მდინარის ნაპირის გასწვრივაც მიემართებოდა.
ქალაქის ადრე ქრისტიანული ხანის ეკლესია დიდი, სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა, მისი საკურთხეველი კი საფეხურებიანი და მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მარტირიუმი-მოწამის საფლავზე აგებული საკულტო დანიშნულების ნაგებობა.
ქალაქის წყალასადენი სისტემა წარმოადგენდა თიხის მილებს. მილები, რამდენიმე კილომეტრით დაშორებული წყაროებიდან მიემართებოდა ნაგებობათა კედლების გასწვრივ, რაც მათ იცავდა დაზიანებისგან.
მეცნიერთა ვარაუდით ციხე-ქალაქი და სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თვითმხილველია ,,ეგრის- ლაზიკის” ზეობის ხანის და მის უმნიშვნელოვანეს საკულტო და საერო ხასიათის ძეგლს წარმოადგენდა, დაინგრა VIII საუკუნის შუა წლებში, სავარაუდოდ, მურვან ყრუს შემოსევის შედეგად.
ნაქალაქარის ტერტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური ექსპონატები(სამნავიანი ბაზილიკის თაღის დეტალები, გველის გამოსახულებიანი ჩუქურთმა, წყალგაყვანილობის მილები, თიხის საცეცხლური)დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. 

'.$TEXT['print'].'