გურიის მოსახლეობას-გილოცავთ 2015 წელს!
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის მოსახლეობას-გილოცავთ 2015 წელს!

მედია ჰოლდინგი "გურიის პრეს კლუბი"; "გურიის მოამბეს" რედაქცია; გაზეთის ონლაინ ვერსია WWW.guriismoambe.com; გადაცემების: "მთავარი თემა", "ექსკლუზივი", საინფორმაციო გამოშვება: "ფაქტ-news"-ის რედაქციები; ჩვენს მკითხველებსა და მაყურებლებს, ჩვენს გულშემატკივრებს,

გურიის მოსახლეობას-გილოცავთ 2015 წელს!

ეს წელი ყოფილიყოს ჩვენთვის, სრულიად საქართველოსათვის და მისი თითოეული მოქალაქისათვის - წინსვლის, ბედნიერების, სიხარულისა და ბარაქის მომტანი!

ჩვენ ყველაფერი-ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში-გავაკეთეთ 2014 წელს იმისათვის, რომ, მთელი წლის განმავლობაში თქვენ ყოფილიყავით ინფორმირებული, ვცდილობდით ეს ინფორმაცია მოგვეწოდებინა ოპერატიულად, ეთიკური ნორმების დაცვით და ეს ახალი ამბები, წერილები თუ სტატიები ყოფილიყო მაქსიმალურად კვალიფიციური და მნიშვნელოვანი თქვენთვის.

მოხარული ვიქნებით, თუ თქვენ თვლით, რომ ჩვენ ჩვენზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა გარკვეულწილად შევასრულოთ.

ღმერთმა უამრავ ახალ წელს დაგასწროთ თქვენთვის საყვარელ და ძვირფას ადამიანებთან ერთად!

იხარეთ და იბედნიერეთ!

 

'.$TEXT['print'].'