"გავუთბოთ ერთმანეთს გულები" პროექტში მთისპირიც ჩაერთო
 ლიტერატურულ-მხატვრული საღამოს განსაკუთრებულობა ქვეყნის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით გაჯერებულ იმ ძარღვიან პოეზიასა და მელოდიებში გამოიხატა, რაც ადგილობრივმა, შემოქმედებითი ნიჭით გა მორჩეულმა ახაგაზრდებმა, იქ შეკრებილ მაყურებელს წარუდგინეს. ცნობილი პოეტების გამორჩეული პოეზია იმ დიდი თაყვანისცემის უშუალო გამოხატულება იყო, რასაც სამშობლოს, ქვეყნის სიყვარულს უძღვნიდა თითოეული.  
მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდთან და კულტურის სახლთან არსებულ საესტრადო ანსამბლთან ერთად მუნიციპალური კულტურის სახლთან არსებული მომღერალთა ტრიო "ადილაც" ალამაზებდა ღონისძიებას. განსაკუთრებული სილაღე და ელფერი მაყურებელს საღამოს ფინალურმა, შემაჯამებელმა მხიარულმა ნომერმა შესძინა, რომელიც კულტურის სახლთან არსებული ჯგუფის "მეგობრობის წევრი" მიერ იყო წარმოდგენილი. დასასრულს ითქვა ისიც, რომ საინტერესო სიახლე გაგრძელებას ისევ ჰპოვებს და თითოეულ ადამიანში გაათბობს გულის იმ ფიქრებს, ზოგადად ქართული ცეკვა, სიმღერა და იუმორი რომ ჰქვია. 


'.$TEXT['print'].'