მუსიკის ფესტივალი #4 საჯარო სკოლაში
 ფესტივალი ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებებლის ნინო პაიჭაძის ინიციატივითა და სკოლის პედაგოგთა ნაწილის ორგანიზებით შედგა.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" თავად ფესტივალის ინიციატორმა, ნინო პაიჭაძემ გვითხრა.
მისივე თქმით, ქალბატონ ნინოს მიზანია აღზარდოსEესტეთიკურად გემოვნებიანი და კულტურული მსმენელიE და ამ მიზნით ის მათთვის სამომავლოდ, რამდენიმე ანალოგიური ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. რადგანაც -,,მუსიკის სწავლებას სკოლაში დიდი როლი აკისრია და იგი ბავშვის ჩამოყალიბებაში ძირითად როლს თამაშობს"- როგორც თავად თვლის.
მუსიკის ფესტივალზე კი წარმოდგენილი იყო ამავე სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული მუსიკალური ნაწარმოებები. რომელშიც მონაწილეობა ყველა იმ მოსწავლემ მიიღო, რომელთაც კარგი მუსიკალური მონაცემები და აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობის მიღების სურვილი ჰქონდათ. 
მეორე კლასიდან დაწყებული მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების ჩათვლით, 
წარმოდგენილი იყო ეროვნული კულტურის ღირსშესანიშნაობები, ეთერ პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, ხალხური საკრავების თანხლებით შესრულებული ხალხური სიმღერები. ისმოდა სხვადასხვა მუსიკით გაჯერებული ჰანგები. დაწყებითი კლასების მუსიკალური პროგრამა წარმოადგინეს პედაგოგებმა ხათუნა ბაჯელიძემ, მაია სურგულაძემ, ელენე წიტაიშვილმა.  


'.$TEXT['print'].'