ბარბარობის დღესასწაულზე ოზურგეთელებისათვის ნატო გელაშვილმა იმღერა
 საღამო კომპოზოტორ-შემსრულებელმა ახალი სიმღერის ,,მადლობა რომ შემიყვარე” შესრულებით დაიწყო. ახალ სიმღერას უკვე ძველი რეპერტუარი მოჰყვა. ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელმა დარბაზის აყოლიება ადვილად შესძლო. ამის დასტური კი ზედიზედ სამჯერ შესრულებული, ყველასათვის საყვარელი სიმღერა ,,დეკემბერი~ გახლდათ. ორი საათის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდა ნაცნობი ჰიტები. ,,ჩემო ცისფერთვალება”, ,,მიყვარხარო ძალიან”, `აყვავდება როცა ნუში”. საფინალო სიმღერა კი, კვლავ `დეკემბერი~ გახლდათ, რომელიც ავტორმა დარბაზთან ერთად შეასრულა, რასაც აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა. ქალაქში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი გადაიშალა, ფურცელი, რომელიც მუსიკისა და ქალაქური სიმღერების მოყვარულებს არასოდეს და-ავიწყდებათ.
საღამოს დასასრულს კი, ქალბატონმა ნატომ ჩვენთან საუბარში მაყურებლიდან მიღებული ემოცია გადმოგვცა: ,,არაჩვე-ულებრივი მსმენელი იყო, იდეალური კულტურისა და განათლების მქონე ხალხი ხართ, სიყვარულით სავსე მივდივარ და სიამოვნებით გესტუმრებით მომავალში.”


'.$TEXT['print'].'