ნაკაიძეებისა და ბურჭულაძეების შეხვედრა კულტურის სახლში შედგა
 შეჯიბრი სიმბოლურად, იუმორში, ცეკვაში, სუფრის ლამაზად მორთვაში, მუსიკალური ნომრის შესრულებასა და ორიგინალური სადღეგრძელოს თქმაში. გაგვაცნეს ორივე გვარის ისტორია და გაიხსენეს ცნობილი წინაპრები. თუ როგორ გაართვეს თავი მონაწილებმა ამა თუ იმ დავალაბას, ამას უკვე ჟიური აფასებდა, რომლის წევრებიც მაია თანდილაშვილი და ბაჩი სირაძე, ხოლო თავმჯდომარე კობა ბანძელაძე იყო. თუცა \უნდა აღინიშნოს, რომ ჟიურიმ გამარჯვებული არ გამოავლინა, რადგან შეხვედრის მთავარი მიზანი უპირველესად, მაინც ორი გვარის დამეგობრება იყო. 
ღონისძიებას რომელშიც ყველა თაობის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას კულტურის სახლის დირექტორი მაია ნიკოლაიშვილი, ამავე სახლის მოსწავლეები ლევან კვინტრაძე და ნანუკა გოგიტაური უძღვებოდნენ.
მსგავსი სახის შეხვედრა კულტურის სახლის ინიციატივით პირველად მოეწყო, როგორც აქ გვითხრეს ასეთი ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება და ტრადიციულ სახეს მიიღებს.


'.$TEXT['print'].'