ფოლკლორულმა ანსამბლმა "შავნაბადამ" ლანჩხუთში კონცერტი გამართა
 კონცერტი, რომელიც საღამოს ექვსი საათისათვის დაიწყო ანსამბლის წევრებმა "მრავალჟამიერით" გახსნეს. "მრავალჟამიერს "კრიმანჭული" მოჰყვა, "კრიმანჭულს"- მეგრული "ნანა".
ბიჭებმა ხალხური სიმღერების გარდა ქართული საგალობლებიც შეასრულეს. სტუმრებს ადგილობრივი ანსამბლი "მხედრები" მიესალმა.
როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, დავით ცინცაძემ გვითხრა, მომღერლებმა საღამო ხუხუნაიშვილების საგვარეულო ანსამბლის ხსოვნას მიუძღვნეს. კონცერტზევე აჩვენეს ვიდეორგოლი, რომელიც ხუხუნაიშვილების გვარის სასიმღერო ისტორიას ასახავდა.
ხუთი წლის წინ დაარსებული ანსამბლი "შავნაბადა" საგასტროლოდ უცხოეთის არაერთ ქვეყანასა თუ ქალაქშია ნამყოფი. გურიაში კი, პირველად იყვნენ.
ახალგაზრდები პატრიარქის კურთხევით, კვირაობით, წმინდა სამების ტაძარში გალობენ.
"შავნაბადას" ხელმძღვანელი დავით ცინცაძე უახლოეს მომავალში, საკუთარ მხარეში ფოლკლორული მუზეუმის გახსნას გეგმავს. მას გეგმის განხორციელებაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და კულტურის ცენტრი ეხმარება. მუზეუმი ბინას კულტურის ცენრტშივე დაიდებს.
"შავნაბადას" ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ პედაგოგის, ანზორ ერქომაიშვილის დახმარებით, ნაწილი გურული სიმღერებისა უკვე მოიძია. ფოლკლორულ მუზეუმში დაცული იქნება, როგორც აუდიო ასევე ფოტო მასელები, რომლის ნახვა და მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  


'.$TEXT['print'].'