ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა მისივე სახელობის მუზეუმში გამოიფინა.
სახელმწიფო მუზეუმიდან ორმოცამდე ფოტოს ოზურგეთში ჩამოტანა და გამოფენის მოწყობა კინომცოდნისა და ,,მირზა გელოვანის სახელობის ფონდის” ხელმძღვანელის, გუბაზ მეგრელიშვილის ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით მოხერხდა.
აღსაღნიშნავია, რომ გამოფენის შემდეგ მუზეუმს ,,მირზა გელოვანის სახელობის ფონდისაგან” საჩუქრად იოსებ მეგრელიშვილის მონოგრაფია, ,,ექვთიმე თაყაიშვილი” და გამოფენის ელექტრო ვერსია გადაეცემა.

'.$TEXT['print'].'