გამოფენა სამხატვრო სკოლაში
წარმოდგენილი ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება და ათეულობით ნამუშევარი სკოლის დარბაზში პედაგოგების მირანდა ვანიძისა და თამაზ დარჩიას მოსწავლეების მიერ მომზადდა. შეაფასეს, რომ გამოფენილი ნამუშევრები შარშანდელთან შედარებით გაცილებით პრო-ფესიონალურობითა და მრავალმხრივობით გამოირჩეოდა. ბავშვების თვალით დანახული სამყარო კი, უფრო ნათელი და ფერადი იყო, ისეთი, როგორზედაც თავად ოცნებობენ. გამოფენილი იყო მძივებით, პლასტელინით, მუყაოთი შექმნილი მაკეტები, ქალაქის ქუჩები, ცხოველთა სამყარო, ადამიანები და ყველაფერში იგრძნობოდა ფერთა ისეთი წერა და გამა, რომელსაც მხოლოდ ბავშვური ფანტაზიები შეიძლება ჩაწვდეს. პატარა მხატვრებმა შეფასებაც შესაბამისი დაიმსახურეს, საუკეთესო, გამორჩეული ნამუშევრების ავტორებს კი სიგელები გადაეცათ, კულტურის სამსახურის უფროს, მარინა ჯაფარიძესაგან. 
'.$TEXT['print'].'