ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის ჩოხატაურის სამხატვრო სკოლა საპატიო სიგელის მფლობელი გახდა
ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის ჩოხატაურის სამხატვრო სკოლა საპატიო სიგელის მფლობელი გახდა
 დათვალიერება – ფესტივალში საქართველოს 18-მა რეგიონმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის სამხატვრო სკოლა მხოლოდ სამი რეგიონიდან იყო წარმოდგენილი. ჩოხატაურის სამხატვრო სკოლამ 23 მოსწავლის საინტერესო ნამუშევრებით მოხიბლა ფესტივალის დამთვალიერებელნი, ხელოვნე-ბათმცო-დნეები, მსახიობები. Gგარდა იმისა, რომ მათი ნახატები საინტერესო და ინდივიდუალურია, გამოირჩევა იმითაც, რომ არის ნაჩვენები გურული კუთხის ამსა-ხველი პორტრეტები, პეიზაჟები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენამ რაღა თქმა უნდა განსა-კუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თბილისში მცხოვრებ ჩოხატაურლებზე, მათთვის განსაკუთრებით საამაყო იყო ჩოხატაურელი მოსწავლეების წარმატება ხელოვნებაში და თავად ჩვენი რაიონის და კუთხის წარმოჩენა, ბავშვების თვალით დანახული ლამაზი გურია. 
სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსია მოაწყვეს სიღნაღში, მოილოცეს ბოდბეში წმ. ნინოს სახელობის მონასტერი. ასე, რომ ეს ჩვენება ორმაგად პროდუქტიული იყო მოსწა-ვლეთათვის. 
სკოლაში დიდი სიამაყით გვითხრეს, რომ ეს არ იყო მათი პირველი წარმატებული გამოფენა და ჩვენება, გასულ წელს გალერეა `კოპალაში~ მოეწყო არანაკლებ საინტერესო გამოფენა, სკოლის მოსწა-ვლეთა და პედაგოგთა ნამუ-შევრების და სწორედ მაშინ დაიბადა იდეა---ყოველი წლის ბოლოს მოწყობილიყო ~საან-გარიშო~ გამოფენა თბილისში.
წარმატებული მონაწილეობისთვის ხელოვნებათმცოდნე და ამ ფესტივალის ორგანიზატორმა, მაია ჩაჩავამ სპეციალური დიპლომი გადასცა სამხატვრო სკოლის დირექტორს, მზია კვინტრაძეს. იდეა ფესტივალისა, სწორედ მას ეკუთვნოდა ოღონდ ნ. მემანიშვილისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ფესტივალს დაესწრო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ანტონ ხუნდაძე, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მოსწავლეთა და საერთოდ სკოლის წარმატება და სამომავლოდ მხარდაჭერაც აღუთქვა მათ. 
`შემდეგი გამოფენა ქუთაისშია დაგეგმილი ქუთაისის და ჩოხატაურის სამხატვრო სკოლები ერთობლივ გამოფენას სექტემბერში მოაწყობენ და ვიმედოვნებ გარკვეული წარმატება იქაც გვექნება. ჯერ-ჯერობით არაფერი მნიშვნე-ლოვანი პრობლემა სკოლას არ აქვს, რაც მთავარია ბავშვები მშვენივრად ხატავენ, გამოფენები კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს მათ შემოქმედებით განვითარებას, მატებს ხალისს და სტიმულს. ~ _ აღნიშნა სამხატვრო სკოლის დირექტორმა, მზია კვინტრაძემ.
'.$TEXT['print'].'