ჩოხატაურის სამუსიკო სკოლამ 50 წლის იუბილე აღნიშნა
საღამოს, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, ჩოხატაურელი საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთის, სუფსისა და ოზურგეთის სამუსიკო სკოლის მასწავლებლები, გურიის მხარის გუბერნატრის მოადგილეების ლელა თავართქილაძე, თამაზ მახარაძე და დედაქალაქიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილიც იმყოფებოდა.
`ნახევარსაუკუნოვანი იუბილე ერთგვარი შეჯამების, განვლილი დროის გადახედვისა და მომავალი წარმატებების დაგეგმვის ჟამიცაა, მიხარია, რომ დღეს ჩოხატაურის სამუსიკო სკოლა წარმატებულთა რიგებში დგას, რაც უდაოდ, მისი ახალგაზრდა ხელმძღვანელის ქეთევან გიორგაძის დამსახურებაცაა, იმ ადამიანებთან ერთად, ვის მხრებზეც სკოლის ისტორიამ გამოიარა. ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, შემდგომი წინსვლის გარანტია იქნება. მინდა ვუსურვო სკოლას წარმატებები, ჩვენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მუდამ დიდ მხარდაჭერას ვუწევთ და ისევ გავუწევთ მათ, ~ _ თქვა ჩვენთან საუბარში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა 1960 წელს დაარსდა. 2007 წელს სკოლა საჯარო იურიდიულ პირად, 2008 წელს კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არაკომერციულ იურიდიულ პირად დაფუძნდა.

'.$TEXT['print'].'