გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორული ფესტივალი ყოველწლიური გახდება
გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორული ფესტივალი ყოველწლიური გახდება
ფესტივალის ორგანიზატორები და დამფუძნებლები არიან:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; გ. სალუქვაძის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლი ,,ფესვები’’ და გ. სალუქვაძის ოჯახი. ფესტივალი გურიის მხარის გუბერნატორს ბატონ ვალერი ჩიტაიშვილის თანადგომითა და მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსი-ფესტივალი ითვალისწინებს სამი ასაკობრივი ჯგუფის მონაწილეობას, როგორც სასიმღერო ასევე ქორეოგრაფიული მიმართულებას.
ფესტივალის პირველი ეტაპი წელს გაიმართა დაბა ურეკში, ხოლო დასკვნითი ეტაპი. ქ. ოზურგეთში.
კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდა 21 შემოქმედებითი კოლექტივი და ასევე სტუმრის სტატუსით მოწვეული ანსამბლები. წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ჯგუფები სომხეთიდან (ქ. ერევანი-4 ანსაბლი), უკრაინიდან (ქ. კიევი ფოლკლორისტ ვოკალური ანსაბლი ,,ბოჟიჩი’’) და კოლექტივები საქართველოს სხადასხვა რეგიონებიდან.
კომპეტენტურ ჟიურის თავჯდომარეობდა აჭარის ქორეოგრაფიული კავშირის თავჯდომარე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენოსანი ქორეოგრაფი ბატონი თამაზ ბეჟანიძე.
კონკურსის ფავორიტებად დასახელდნენ ანსაბლები ქ. ფოთიდან, ქ. თბილისიდან და ქ. ბათუმიდან.
სამივე ანსაბლს გადაეცა, ფესტივალის საუკეთესო მონაწილეობისათვის დაწესებული პრიზები, სიგელები და მედლები.
ფესტივალის ყველა მონაწილე ანსაბლს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები, სპეციალური მედლები და დიპლომები.
პრიზების გადაცემაში მონაწილეობდა გიორგი სალუქვაძის ვაჟი გოგი სალუქვაძე და პატარა შვილთაშვილი მიხეილ ნინიძე. ოზურგეთისა და გურიის ხელისუფლების სახელით ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მამეშვილი.
ფესტივალმა მეგობრულ და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
ფესტივალი გვხდება ტრადიციული და იგი ყოველწლიურად გაიმართება ქ. ოზურგეთში.
ფესტივალის დაარსების იდეა ეკუთვნის ქორეოგრაფ მერაბ მორჩილაძეს, მისი თქმით წლების წინ ორჯერ ჩატარდა გ. სალუქვაძის სახელობის ფესტივალი გურიის მაშტაბით, პრიზიორები კი `ფესვები~ და ვაჟა ახვლედიანის ანსამბლები გამხდარან. სწორედ მაშინ გაჩენილა მისი საერთაშორისო ფესტივალად ქცევის იდეა.
გიორგი სალუქვაძის სახელს უკავშირდება 50 წლის წინ აღდგენილი ცეკვა `ფუნდრუკი~, რომელიც დღეს ფოლკლორის ბრწყინვალე ნიმუშად ითვლება და რომელიც დასაკარგად იყო განწირული. ასევე მისი განახლებულია ~კალმახობა~, `ფარცა~ და სხვა. გიორგი სალუქვაძეს ქართულ ხალხურ სასიმღერო ხელოვნებაშიც ფასდაუდებელი ამაგი აქვს.
მერაბ მორჩილაძე: ` _ ბატონი გიორგი ერთნაირად წარმატებულად მოღვაწეობდა როგორც ხალხურ ცეკვებში, ასევე ვოკალში, ამიტომ ფესტივალი ორივე სახეობაში ითვალისწინებდა გამოსვლებს. სამწუხაროდ, ვერ მოხერდა ვოკალური ჯგუფების საჭირო რაოდენობით მობილიზება. გათვალისწინებული იყო ორი გრანპრის გაცემა, თითო თითო სახეობაზე. ჟიური შედგებოდა კომპეტენტური წევრებისაგან. მათ გადაწყვიტეს, რომ გაცემულიყო სამი პრიზი ქორეოგრაფიულ ანსამბლებზე, რადგანაც გაუჭირდათ მხოლოდ ერთის გამორჩევა. ეს ანსამბლებია: ი. სუხიშვილის სახელობის ფოთის ქორეოგრაფიული სტუდიის ანსამბლი `ფაზისი~ (ახმედ ამბალია, კობა ამბალია, დევიზ სილოკავა), აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებული ქორეოგრაფიული ჯგუფი `წვერვალი~ (ამირან პაიჭაძე) დ თბილისის ქორეოგრაფიული ანსამბლი `მთიები~ (ანზორ გვარამაძე).
ფესტივალის მისიაა ხალხურ შემოქმედებაში ძველი ბაზისის შენარჩუნება და გიორგი სალუქვაძის ღვაწლისა და მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
გიორგი სალუქვაძის ცეკვები იყო სუხიშვილების რეპერტუარშიც, ახლა იგი შემორჩენილია `ერისიონში~, ოზურგეთში კი გვყავს ამ ცეკვების ერთადერთი მცოდნე ვაჟა ახვლედიანი, რომელიც ამბობს, ყველაფერი თავადაც არ იცის. ბატონი ვაჟა მოწვეულია გ. სალუქვაძის სახელობის ანსამბლ `ფესვებში~, მომავალში ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ მის გაცოცხლებულ ცეკვებს.~
ოზურგეთელმა მაყურებელმა დიდი სუყვარულით მიიღო ბატონი ანზორ გვარამაძე და მისი `მთიები~, როგორც ფესტივალის წამყვანმა, ზაზა ჟინჭარაძემ აღნიშნა, 25 წლის პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ბატონი ანზორი ოზურგეთში, სადაც მრავალი აღზრდილიც ჰყავს და შემოქმედების საკმაოდ ხანგრძლივი და წარმატებული პერიოდი გაიარა.
გურიის ანსამბლები: `ფესვები~, `გურია~, `ზენაარი~, `ლაშა-გიორგი~ და სხვები ფესტივალში მონაწილეოდნენ კონკურსგარეშე.
` _ ეს იყო პირველი და რა თქმა უნდა, ახლდა ხარვეზებიც, მაგრამ რაც მთავარია იგი შედგა. სამომავლოდ მხარის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ოზურგეთის გამგებელი გია ტაკიძე გვპირდებიან მეტ თანადგომას. იყო ფესტივალზე ჩამოსვლის მსურველები ლიტვიდან, უკრაინიდან. მაგრამ ფინასური პრობლემების გამო ვერ მოახერხეს.~ - ასეთია ბატონი მერაბის მოკლე შეფასება.
გ. სალუქვაძის სახელობის I საერთაშორისო ფესტივალის წარმატებაზე მიანიშნებს აჭარის ქორეოგრაფიული კავშირის თავჯდომარის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის და ღირსების ორდენოსანი ქორეოგრაფისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის ბატონი თამაზ ბეჟანიძის სიტყვები: `ფესტივალი ვერ ეტეოდა ოზურგეთის ჩარჩოებში, ეს უნდა გავიდეს ქვეყნის მასშტაბით.~

'.$TEXT['print'].'