გავეცნოთ ეროვნული არქეოლოგიური განძის რაობას წამალთმცოდნის თვალსაზრისით და კომენტარებით
ძველი კოლხეთის ვანის რაიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახლახან აღმოჩენილი ეს ძვირფასი, მხატვრულად დამუშავებული ფერადი ლითო¬ნის თავსამკაული, არაერთი ირმის გამოსახულებითურთ ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულით თარიღდება და მიგვანიშნებს ძვირფასი ფერადი ლითონის _ ოქროს მაღალმხატვრულ დონეზე დამუშავების ტრადიციას. საქართველოში არსებობდა ირმის კულტთ­აყვა­ნის­მცემლობის ტრადიცია და ეთნოგრაფიული წყაროების მიხედვით ირმის რქას დედაბოძზე ამაგრებდნენ, რომელიც თითქოს ოჯახის ავი სენისაგან დამცავი ავგაროზი იყო. განსაკუთრებით, ბავშვებს, რომ ინფექციური დაავადება არ შეჰყროდათ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ გაუმაგრებელი ირმის რქის სპირტიანი ნაყენი პანტოკრინი წამლის ფორმა გახლავთ, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადების შემდეგ დაუძლურებული ავადმყოფის რეანიმაციისა და ენერგიის აღდგენისათვის. აქედან გამომდინარე, ეს უნიკალური ნივთი ჩვენი ეროვნული მედიცინის სიძველის უტყუარი მაცნეა. გაუმაგრებელი ირმის რქა სამკურნალწამლო ნედლეულის წყარო ყოფილა. ირმის სიმბოლიკა და ირმის რქის დამაგრების ტრადიცია და მნიშვნელობა დედაბოძზე შესწავლილია პროფ. ირაკლი სურგულაძის მიერ, როგორც ავი სენისაგან დამცავი ავგაროზი, ხოლო ირემი ძველ საქართველოში წარმართული ხანიდან მოყოლებული რიჟრაჟისა და სიკეთის სიმბოლოდ აღიქმებოდა 
კოლხურ ოქროს ამ დიადემაზე გამოსახულია (ამოტვიფრულია) ლომებთან შედარებით მცირე ზომის სამი (ორი ზემოთ და ერთი ქვემოთ) ცხოველი, რომელ¬თა სიმბოლური გააზრება ძნელი ამოსახსნელია. შთამბეჭ¬დავია, როცა ხელოვ¬ნე¬ბათ¬¬მცოდნეები მიგვა¬ნიშნებდნენ, რომ ფრინველი ბიბლიური იოანეს სახა¬რების (წიგნის) ყდაზეა გამო¬სახული, და არწივი ცადამაღლებისა და მწიგნობ¬რობის სიმ¬ბო¬¬ლოდ აღიქ¬მება. ფრინველებიდან მტრედი მშვიდობის სიმბოლოა და მისი და¬ხატ¬ვა კაცობრიობის წინაშე ერთი ხელის მოსმით ბრწ¬ყინვალედ, დიდოსტატურად შე¬ას¬რულა დიდმა მხატვარმა პ.პიკასომ, ასეთი მოსაზრება დაეჭვებას არ იწვევს. სა¬სურ¬¬ველია, ასევე ხელოვნე¬ბათმცოდნეებს განემარტათ, თუ რას მიგვანიშნებს ამ ორი¬¬გი¬ნალურ დიადემაზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს ლომების გამო¬სახულება(?)
აშკარად შესამჩნევია დიადემაზე ვერტიკალურად (მარჯვნივ და მარცხნივ) და ქვედა მხარეს ჰორიზონტალურად 40-მდე ბროწეულის ნაყოფის გამოსახულება. ცნობილია, რომ ბროწეულის ხე ედემის ბაღის ბინადარი მცენარეა, რომლის ტოტები დახუნძლულია ბროწეულის ნაყოფებით. ხელოვნებათმცონდეების განმარ¬ტების შესაბა¬მისად ბროწეული ნაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, ამ უნიკალურ დიადემაზე არაერთი სიმბოლიკის ნიმუშია გამოსახული და მათ შემთ¬ხვევითი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. არგონავტები სწორედ ოქროს მოპოვების რეცეპტის მოტაცების მიზნით ესტუმრნენ ძველ კოლხელებს და მიზანს მიაღწიეს კიდეც.
ფარმაცევტულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ფაზისისა და ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი

სოკრატ სალუქვაძე
'.$TEXT['print'].'