სამხატვრო გალერეა იუბილის მოლოდინში
როგორც გალერიის ხელმძღვანელმა, ავთო თავართქილაძემ გვითხრა იუბილეზე დაგეგმილია შემოქმედებითი ჯგუფების სტუმრობა ცენტრიდან და ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრები კულტურის სამინისტროდანაც ჩამოვლენ.
იუბილის მეორე დღე კონფერენციას დაეთმობა, თემაზე ,,რეგიონში არსებული კულტურული ცენტრების მნიშვნელობის როლი ქართული კულტურის განვითარებაში”. ამასთან ავთო თავართქილაძემ გვითხრა: რადგან წლევანდელი წელი საიუბილეოა გალერიისათვის, წლეულს ჩატარებული ყველა გამოფენა და ღონისძიება სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა. თავად მისი პერსონალური გამოფენა აჭარაში, გალერეაში მოეწყო აკადემიის მხატვართა ნამუშევრებისა და ლიტველი მხატვრების გამოფენა, ასევე აჭარის ხელოვნების ლექტორთა, ხელოვნების მუზეუმის ფონდის და საბრძოლო ხელოვნების ,,ხრიდოლის” ამსახველი ფოტომასალის გამოფენა. საიუბილეო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დაინტერესება სახვითი ხელოვნების ცენტრის საქმიანობით. მისი ინიციატივით გალერეას საჩუქრად გადაეცა ოთხი კომპიუტერი, რომლითაც სამხატვრო სკოლის 20 მოსწავლე სარგებლობს. ასე რომ სამხატვრო გალერეა დღესდღეობით საიუბილეო დღეების მოლოდინშია.

'.$TEXT['print'].'