ოზურგეთის თეატრი საერთაშორისო ფესტივალის წარმატებული მონაწილე გახდა
ქართული პროგრამაში, რომელიც 29სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა, მონაწილეობის პატივი წლეულს პირველად ერგო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს. მონაწილეთა შორის რეგიონებიდან არის ქუთაისის, ფოთის, ჭიათურის, თელავის, რუსთავის, გორის და აგრეთვე ცხინვალის თეატრები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობთა, მუსიკალური, გრიბოედოვის, საბავშვო და თბილისის სხვა თეატრების დადგმები, მათ შორის რეჟისორ რობერტ სტურუას `სტინქსი~ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე. 
დებიუტანტმა ოზურგეთის დასმა წარმატებულად იასპარეზა საერთაშორისო არენაზე. ი. ბერგმანის მიხედვით რეჟისორ ლელა ლაშხის `შემოდგომის სონატამ~, მსახიობებმა ბელა კიკვაძემ, თამარ მდინარაძემ, შორენა გვეტაძემ, ვანო ჩხაიძემ და პატარა გიზო ბაბილოძემ მაყურებელს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვეს და მოწონებაც დაიმსახურეს.
თეატრის მმართველის ზაზა ჯინჭარაძის თქმით ფესტივალი ოზურგეთელებისათვის აღმოჩნდა სტიმული შემოქმედებითი გეგმების დახვეწისათვის:
ზაზა ჯინჭარძე: ` _ მთელი დასი ვართ შთაბეჭდილებების ქვეშ, პირველ რიგში დიდი მადლობელი ვარ ჩვენი ხელისუფლების, რომლის მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა მონაწილეობის მიღება, ასევე ძალიან დიდი მადლიერებით მოვიხსენიებ ჩვენს მასპინძელს, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრს, მთელ კოლექტივს, თეატრის მმართველს ბატონ თამაზ გოლაძეს საუკეთესო დახვედრისათვის. მათი სახით და კიდევ ფესტივალის მონაწილეების სახით ჩვენ შევიძინეთ მეგობრები, დაისახა გეგმები, რაც ქართული თეატრის განვითარებაზე სასიკეთოდ აისახება, განსაკუთრებით რეგიონებში.
სპექტაკლების ჩვენების პარალელურად მიმდინარეობდა თეატრების პრეზენტაციები სასტუმრო `ციტადენისის~ ჰოლში, რაშიც ოთხი დღის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ოთარ კუტალაძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა ჯაფარიძე, თეატრის პიარ მენეჯერი ქალბატონი ლია კილაძე და თარჯიმანი ქალბატონი ნათია მაჭარაშვილი.
ამ პრეზენტაციების შედეგად შედგა ქართულ-უცხოური კონტაქტები, რომლებიც სამომავლოდ პროექტებად ჩამოყალიბდება.~
ფესტივალი არ ითვალისწინებდა სპექტაკლების ოფიციალურ შეფასებას. ეს იყო თანამშრომლობა-გაცნობა.
შეფასებაში ძუნწი არ იყო `შემოდგომის სონატის~ მაყურებელი – თანამედროვე სტანდარტებით განათებულმა სცენამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ოზურგეთის ბერგმანი...
ოზურგეთელებმა უამრავი მოლოცვა მიიღეს. მაყურებელთა შორის იყო ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შანიძე, რომელსაც თანადგომა და მხარდაჭერა არ მოუკლია დასისათვის და არც თავისი აღფრთოვანება დაუმალავს, ამირან ქადეიშვილი, ცნობილი თუ უცნობი გურულები... ჩვენებას 15-მდე უცხოელი თეატრალი და ჟურნალისტი დაესწრო ამერიკიდან, ინგლისიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ფესტივალის უცხოური პროგრამა ახლაც მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ ფესტივალი ქართველ და უცხოელ კოლეგებთან მიწერ-მოწერით და საერთო საქმიანობის ჩამოყალიბების პროცესით და ახალი შემოქმედებითი წარმატებებით გაგრძელდება. ოზურგეთის თეატრი მიღწეულის შენარჩუნებასა და განვითარებას ოზურგეთის საზოგადოებისა და ხელისუფლების თანადგომით და პროფესიული შრომით გეგმავს.

'.$TEXT['print'].'