ფერადოვანი ჰარმონიით გაცხადებული სათქმელი - ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეამ 20 წლის იუბილე იზეიმა
 გალერეის პირველ დარბაზში ხალხური რეწვისა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების ნამუშევრები, მეორეში_ გამოყენებითი ხელოვნების, ხოლო მესამე დარბაზში მხატვარ-გრაფიკოსის, ავთან­დილ თავართქილაძის პერსონალური გამო­ფენა იყო წარმოდგენილი. 
ნაჩვენები იყო გალერეის საქმიანობისა და მნიშვნელოვანი გამოფენების ამსა­ხველი 20 წუთიანი რეტროსპექტული კლიპი.
ორი ათეული წლის მანძილზე ნებისმიერი პირობითი საშუალებით პიროვნების მიერ სამყაროს აღქმის მხატვრული გან­სახიერება და ტილოებზე ფერთა თამაშით შექმნილი ნამუშევრები, ადგილობრივი შემოქმედების მიერ სახვითი ხელოვნების ყველა გამოვლინების, გამოყენებითი და დაზგური ხელოვნების, ხალხური რეწვის, სამრეწველო გრაფიკის ნიმუშების, ფოტო­გამოფენების, ფერთა წერაში გაცხადებული სათქმელის და მათ წარმოსახვაში ჩატ­ეული ფერადოვანი სამყაროს ამსახველი ტილოები დღემდე 300-მდე გამოფენამ დაიტია. აქედან 100-ზე მეტი იყო პერსონალური, მათ შორის; ედმუნდ კალანდაძის, მზია კვინტრაძის, ცირა კალანდაძის, მეუფე იოსების, ნორჩ მხატვართა, პერსონალური გამოფენები, 150 ჯგუფური და 50 გაცვლითი.
სწორედ ეს ყველაფერი ქმნის დღეს გურიის კულტურულ ისტორიას, რომელ­ზედაც სტუმრებმაც ბევრი ისაუბრეს და მისალოც სიტყვებთან ერთად იმ მნიშ­ვნელოვან მისიასაც გაუსვეს ხაზი, რაც ჭეშმარიტ ხელოვნებას გადარჩენის გზაზე დააყენებს და ნიჭიერი ადამიანების, მხატ­ვრების იმპულსსა და ძალას სინათლეს მისცემს, თითოეული მოქალაქის სულიერ ამაღ­ლებას გამოიწვევს: `ეს იყო სამხატვრო გალერეისათვის ანგარიში, წარმოდგენილი ჩვენი კოლეგებისათვის, მოწვეული სტუმრებისათვის, რაც ამ 20-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე გაგ­ვი­კეთებია. გალერეა ყოველთვის იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენისა და მათი ერთმანეთთან ინტეგრირების საუკეთესო საშუალება.
გურია ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია კულტურული თვალსა­ზრი­სით და ჩვენის მხრიდან ყოველთვის ხდებოდა სახვითი ხელოვნების ყველა გამო­ვლინების მო­ძიება, ფონდირება და მათი ექსპოზიცია~_ ასე აფასებს დღემდე გაწეულ საქმიანობას გალერეის ხელმ­ძღვა­ნელი ავთო თავართქილაძე.
ღონისძიების მეორე დღეს გაიმართა კონფერენცია, რომლის ძირითადი თემა იყო სახელმწიფო პოლიტიკის როლი რეგიონების კულტურის ცენტრების განვითარებაში, რომელსაც თბილისიდან მოწვეული სტუმრები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ცნობილი ხელოვანები ესწრებოდნენ.
თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს ბათუმის, სენაკისა და გურიის სამივე რეგ­იონის კულტურის სამსახურის ხელმ­ძღვანელებმა და წარმომადგენლებმა. საუბარი იყო ნაციონალური კულ­ტურისთვის დამახასია­თებელი თვითმ­ყოფადობის შენარჩუ­ნებაზე, ხელო­ვნებასთან მიმართებაში ხელოვანთა დელეგირებულ უფლებებზე, კულტურული ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე და რაც ყველაზე მთავარია, მჭიდრო ურთიერთობაზე ცენტრსა და რეგიონებს შორის.
` _ დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთი დასტურია იმ ინიციატივისა, რო­მელიც ოზურგეთის სამხატვრო გალერეის ხელმძღვანელის, ავთო თავართქილაძის საორგანიზაციო და ალტრუისტული მისწრაფებიდან მომდინარეობს. რაც მთა­ვარია, წარმოჩინდა ის ფაქტი, რომ არ შეიძლება ერთმანეთს დაშორდეს ცენტრი და რეგიონი, რადგან `პერიფერიული~ ორგანოების ატროფირება, მასთან კავ­შირის გაწყვეტა აუცილებლად გამოიწვევს მთლიანი ორგანიზმის კულტურულ სნეუ­ლებრიობას. არა მარტო შეგრძნებების ნგრევას, არამედ თვით ორგანიზმის კვდომას, ეს კი დაუშვებელია.
ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს.~_განაცხადა თბილისის სამხატრვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ.

'.$TEXT['print'].'