საზოგადოების დაინტერესების მიზნით მუზეუმში სპეციალური ქვედანაყოფი შეიქმნა
ერთ-ერთი მათგანი საგანმანათლებლო მიმართულებაა. მუზეუმი სკოლებთან ითანამშრომლობს და მოსწავლეებს გაკვეთილების სახით, თვეში რამდენჯერმე მიაწვდის ინფორმაციას მუზეუმის ისტორიასა და მასში არსებულ ექსპონატებზე. ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილი, გასულ კვირას, მოსწავლეებისთვის მეცნიერ-თანამშრომელმა მანანა მემარნიშვილმა ჩაატარა. 
თემა ,,გურიის ეპარქიები” იყო. ,,დოპ” ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მარიკა ჯაყელის თქმით, მათი მიზანი არა მხოლოდ ბავშვების დაინტერესებაა, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანის: ,, ჩვენ ვგეგმავთ კულტურულ Gღონისძიებებს, ვმუშაობთ ტურისტული, ასევე მარკეტინგული კუთხითაც, გვინდა ჩვენით ყველა თაობის ადამიანი უფრო მეტად დაინტერესდეს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა აღნიშნული ქვედანაყოფი. შეუძლებელია არ იცოდე იმ მუზეუმზე არაფერი, სადაც ალექსანდრე მაკედონელის მონეტა და ნაპოლეონის დაშნაა. გარდა ამისა, იქ ყველა ნივთი გურიის დიდ ისტორიაზე მეტყველებს.”
მისივე თქმით, მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძალიან მწირია და მუშაობა უჭირთ. მუზეუმში არ არის გათბობაც. ამის გამო, ქვედანაყოფის თანამშრომლები ზამთრის პერიოდში სხვადასხვა თემებზე იმუშავებენ. გაზაფხულიდან კი კვლავ განახლდება ღონისძიებების ჩატარება. მარიკა ჯაყელი თანადგომისა და ტექნიკური დახმარებისთვის დიდ მადლობას უხდის გოჩა შანიძესა და ზვიად ერაძეს.

'.$TEXT['print'].'