ჩოხატაურის სამხატვროს სკოლას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა
ჩოხატაურის სამხატვროს სკოლას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა
 შეხვედრა, რომელიც სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში შედგა და რამდენიმე საათს გაგრძელდა, შესავალი სიტყვით სკოლის დირექტორმა, მზია კვინტრაძემ გახსნა. მან სამხატვრო სკოლის 30-წლიანი მუშაობა შეაჯამა და რამაზ ნიკოლაიშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: "მიხარია, რომ დღეს 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, სამხატვრო სკოლამ დაარსებიდან დღემდე საინტერესო გზა განვლო, თუმცა, იყო ძნელბედობის პერიოდი, როცა სკოლას რემონტი სჭირდებოდა. 2009 წელს ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილისა და ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო ძალისხმევითა და ინიციატივით სამხატვრო სკოლას ჩაუტარდა რემონტი, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გავუხადო მათ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში და შესაბამისად სკოლას მიღებული აქვს სპეციალური დიპლომები და სიგელები, ეს ყველაფერი კი ჩვენი სკოლის წარმატებებზე მიუთითებს". - გვითხრა სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ.  
ჩოხატაურის სამხატვრო სკოლა 1080 წელს დაარსდა, მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.
ექვსწლიან სამხატვრო სკოლაში 80-მდე მოსწავლე ეუფლება როგორც სახვით, ისე გამოყენებით ხელოვნებას.

'.$TEXT['print'].'