სიცილი _ ეს სერიოზული საქმეა

 

 მზეს თუ ვერა, ჭიშკარს ხომ ხედავ?!


ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს, გურიის ერთ-ერთ სოფელში, მეზობელი მეზობელს ესტუმრა. მთელი დღის ქეიფის შემდეგ სტუმარი ისე გამოთვრა, რომ სახლში წასვლა ვეღარ შეძლო და ღამე იქვე გაათია. მეორე დილით, რა თქმა უნდა, მასპინძელმა სუფრა გაშალა. სტუმარი ისევ დათვრა და სიმღერა დაიწყო: ,,ვაი ვეღარ ვხედავ მზესო.” მასპინძელმა უყურა, უყურა და ნერვებმოშლილმა უთხრა: ,, ბიძავ, მზეს თუ ვერ ხედავ, ჭიშკარს ხომ ხედავ და წადი სახლშიო.”

ბიძაც უმაღლესში ჩასაბარებლად


მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად მიმავალ აბიტურიენტს ავტობუსის გაჩერებაზე ბიძა შეხვდა.
_ სა მიდიხარ, ბიძია, ასე გამოწკიპული? _ შეეკითხა დისშვილს.
_ უმაღლესში ჩასაბარებლად, _ იყო პასუხი.
ბიძამ გულიანად გაიცინა და გურული ენაკვიმატობით უთხრა: ,,შენ თუ უმაღლესში ჩააბარებ, ბიძია, იცოდე, მომავალში მეც მივდივარ იქ.”

ტაში, ბიჭო პროკოფილა


თბილისში სავაჭროდ წასული პროკოფი სახლში ტანსაცმლით სავსე ჩემოდნით ბრუნდებოდა. მატარებლის კუპეში მასთან ერთად სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათ გაშლილ სუფრასთან პროკოფი დიდის ამბით მიიწვიეს. კარგად დაათვრეს და მერე ,,ტაში, ბიჭო პროკოფილას” ძახილით აცეკვეს. Aამ ცეკვა-თამაშში პროკოფის ყველა შემოეცალა. Mმიიხედ-მოიხედა და აღარც მისი ჩემოდანი ჩანდა არსად.

არ გააგდო ძუა


გურიის ერთ-ერთი სოფლის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ასო-ბგერა ძ-ს გაკვეთილს უტარებს პირველკლასელებს. ბავშვები ცნობისმოყვარეობით უცქერენ `დედაენაში~ ცხენის გავაზე ასახულ ძუას.
_ ბავშვებო, ძუა არ იცით, რა არის?! _ გაიკვირვა მასწავლებელმა.
_ როგორ არ ვიცი, მასწ. _ ფეხზე წამოდგა პატარა ელენე, _ დედაჩემს რომ მეზობლის ქალი დაუკივლებს, ელანძე გადმოდიო, მამაჩემი მიაძახებს, არ გააგდო იქინე ძუა, დროზე მოი სახლშიო.


'.$TEXT['print'].'